დეიან კულუშევსკის მონაწილეობა ევროპა ლიგის ფინალში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ტოტენჰემის ნახევარმცველმა მუხლის ტრავმა კრისტალ პალასთან პრემიერ ლიგის (0:2) მატჩში მიიღო.
The Telegraph-ის ინფორმაციით, კულუშევსკის მატჩის შემდეგ მეორე დღეს ვარჯიში გამოტოვა და არსებობს ალბათობა, რომ მანჩესტერთან გასამართ ევროპა ლიგის ფინალში ვერ შეძლოს თავისი გუნდის დახმარება.
როგორც ცნობილია, სპურსს 21 მაისს გასამართ შეხვედრაში ისედაც ვერ დაეხმარებიან ჯეიმს მედისონი და ლუკას ბერგვალი.