კარლო ანჩელოტიმ ნეიმარის თაობაზე დასმულ შეკითხვას ირონიულად უპასუხა.
როგორც იცით, იტალიელმა მწვრთნელმა მსოფლიო ჩემპიონატზე ნეიმარი გამოიძახა, რომელსაც ტრავმა აღმოუჩინეს და დიდი შანსია, ფეხბურთელმა მუნდიალის მინიმუმ რამდენიმე თამაში გამოტოვოს.
რომ გცოდნოდათ, რომ ნეიმარს კუნთის მეორე სტადიის დაზიანება აქვს, მაინც გამოიძახებდით?
„ბაბუაჩემს რომ ბორბლები ჰქონოდა, მანქანა იქნებოდა (იცინის).
განაცხადში არავის აღარ შევცვლით, მსოფლიოზე ამ 26 კაცით გავემგზავრებით.
რაც შეეხება ნეიმარს, მას მუნდიალის პირველ მატჩში, მაროკოსთან, ან მაქსიმუმ მომდევნო შეხვედრაში ველოდებით." - აღნიშნა ანჩელოტიმ.