კაზემირო სოციალურ ქსელებში კრიტიკას პასუხობს.
ბრაზილიელის მიმართ უსიამოვნო კომენტარები მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადის გამოცხადებამდე ტენტე სპორტსისთვის მიცემულ ინტერვიუს მოჰყვა. მაშინ მან ნაკრებში ენდრიკის როლსა და მასზე არსებულ დიდ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.
კაზემირომ განაცხადა:
ძალიან მეწყინა ეს კრიტიკა, მით უმეტეს იმის ფონზე, რომ რეალურად მისი დაცვა ვცადე. უბრალოდ მინდოდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის წინ მასზე დიდი ტვირთი არ აგვეკიდა. ენდრიკი ისეთი ფეხბურთელია, რომელიც კიდევ სამ ან ოთხ მუნდიალზე ითამაშებს, ამიტომ ახლავე ყველაფერს მას ნუ მოვთხოვთ.
პირიქით, მას თავისუფლება უნდა მივცეთ. ის დიდებული მოთამაშეა და ხორვატიის წინააღმდეგ მატჩშიც დაამტკიცა, რომ განსაკუთრებული ვარსკვლავია.