• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ნეიმარს ჩაანაცვლებენ? - ტრავმის სიმძიმე ცნობილია
ფეხბურთიფეხბურთი

ნეიმარს ჩაანაცვლებენ? - ტრავმის სიმძიმე ცნობილია

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ბრაზილიის ნაკრების ექიმმა, როდრიგო ლასმარმა, ნეიმარის მარჯვენა წვივზე ჩატარებული გამოკვლევის შედეგები გამოაცხადა. ფეხბურთელს მე-2 ხარისხის დაზიანება აღმოაჩნდა, რის გამოც აღდგენას ორიდან სამ კვირამდე დასჭირდება.


ამრიგად, ვარსკვლავი ოფიციალურად გამოტოვებს პანამისა და ეგვიპტის წინააღმდეგ გასამართ ამხანაგურ შეხვედრებს, რომლებიც ბრაზილიისთვის მსოფლიო ჩემპიონატის წინ ბოლო მოსამზადებელი მატჩებია. ექიმების პროგნოზით, ნეიმარის თამაში მუნდიალის პირველ ტურშიც, 13 ივნისს მაროკოს წინააღმდეგ, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.


ექიმმა განაცხადა:


ის ნაკრებში გამოცხადდა, ყველა სამედიცინო შემოწმება გაიარა და მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ წვივის მე-2 ხარისხის დაზიანება აჩვენა. ის მკურნალობას აგრძელებს და იმედი გვაქვს, 2-3 კვირაში მზად იქნება. ჩვენთან ერთად ის ინტენსიურ რეაბილიტაციას გაივლის და მის მდგომარეობას ყოველდღიურად დავაკვირდებით.


ნაკრების სამედიცინო შტაბის ეს განცხადება ნათელი მესიჯია სანტოსის ექიმების მისამართით, რომლებიც მანამდე ამბობდნენ, რომ ნეიმარს მხოლოდ მსუბუქი შეშუპება ჰქონდა. ფეხბურთელი წვივის არეში ტკივილს ჯერ კიდევ კორიტიბასთან მატჩის შემდეგ გრძნობდა.

სებეეფს (CBF) თავიდანვე ჰქონდა ეჭვი, რომ სანტოსი და ნეიმარის გარემოცვა რეალურ სიტუაციას მალავდნენ, რის გამოც ფეხბურთელს გამოკვლევა ნაკრების ბაზაზე თავიდან ჩაუტარეს.

ბრაზილიის ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის, ეჭვები ნეიმარის ფორმაზე ჯერ კიდევ შემადგენლობის დასახელებამდე ჰქონდა. სწორედ ამიტომ, იტალიელ სპეციალისტს განაცხადის ორი სხვადსხვა ვარიანტი ჰქონდა მომზადებული. მან საბოლოოდ მაინც ნეიმარი აირჩია, თუმცა რისკები თავიდანვე გათვლილი ჰქონდა.

ტექნიკურად ანჩელოტის ამ სიტუაციიდან გამოსავალი აქვს, რადგან ფიფას წესებით, მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩამდე 24 საათით ადრე ტრავმირებული მოთამაშის ჩანაცვლება სრულიად ლეგალურია. ვინაიდან იტალიელ სპეციალისტს ალტერნატიული სია წინასწარვე მზად ჰქონდა, მას შეუძლია ნეიმარის ნაცვლად ახალი ფეხბურთელი უპრობლემოდ შეიყვანოს განაცხადში. ბრაზილიის ნაკრები ვარჯიშს დღეს განაახლებს, თუმცა ნეიმარი მოედანზე, რა თქმა უნდა, ვერ გავა.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

კარლო ანჩელოტი
მსოფლიო ჩემპიონატი
ნეიმარი
სანტოსი
მსოფლიო ჩემპიონატი 2026

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

„ძალიან გულდაწყვეტილი ვარ", - კასილასი ესპანეთის ნაკრების განაცხადზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ძალიან გულდაწყვეტილი ვარ", - კასილასი ესპანეთის ნაკრების განაცხადზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბილეთების სკანდალი მუნდიალზე - ფიფას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბილეთების სკანდალი მუნდიალზე - ფიფას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნეიმარმა ბრაზილიის ნაკრების პირველი ვარჯიში გამოტოვა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნეიმარმა ბრაზილიის ნაკრების პირველი ვარჯიში გამოტოვა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კაზემირო: "ძალიან მეწყინა ეს კრიტიკა"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კაზემირო: "ძალიან მეწყინა ეს კრიტიკა"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

21 სთ წინ

„ძალიან გულდაწყვეტილი ვარ", - კასილასი ესპანეთის ნაკრების განაცხადზე

News image

18 სთ წინ

ბილეთების სკანდალი მუნდიალზე - ფიფას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

News image

7 სთ წინ

ნეიმარმა ბრაზილიის ნაკრების პირველი ვარჯიში გამოტოვა

News image

3 სთ წინ

კაზემირო: "ძალიან მეწყინა ეს კრიტიკა"

კომენტარები

ლინკის დაკოპირება