კარლო ანჩელოტიმ მადრიდის რეალში თავის ბოლო პრესკონფერენციაზე მომავალ მწვრთნელს წარმატებები უსურვა.
დღეს სამეფო კლუბმა იტალიელის წასვლა ოფიციალურად დაადასტურა. მის შემცვლელად გუნდში ჩაბი ალონსო მოვა, რომლის დანიშვნაც ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა.
„არანაირი რჩევების დარიგება არ მინდა, ყველას თავისი მეთოდოლოგია აქვს, თუმცა, ისიამოვნეთ რეალით.
პირველი ჩაბი ალონსო იქნება, რომელსაც მთელი მსოფლიოს წარმატებებს ვუსურვბე. მას აქვს თვისებები, რომელიც რეალის გასაწვრთნელად არის საჭირო.
მიიღეთ სიამოვნება, აი რისი თქმა მინდა." - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.