ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

"საყვარელი ბაბუის დაკარგვა, უმძიმესი ბავშვობა და მწვერვალზე ასვლა", - ლუკა მოდრიჩი, როგორც შეუპოვრობის მაგალითი
ფეხბურთიფეხბურთი

"საყვარელი ბაბუის დაკარგვა, უმძიმესი ბავშვობა და მწვერვალზე ასვლა", - ლუკა მოდრიჩი, როგორც შეუპოვრობის მაგალითი

18 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

ბოლო წლებია, მადრიდის რეალის გულშემატკივრებისთვის სეზონი ემოციების გარეშე არ სრულდება. ჯერ სერხიო რამოსი წავიდა, შემდეგ მარსელო, ერთი წლის შემდეგ ბენზემა, შარშან კროოსი და ახლა უკვე - ლუკა მოდრიჩი.


ხორვატი ნახევარმცველი თავის მადრიდულ თავგადასავალს 13 ჩატარებული სეზონით და 28 მოგებული ტიტულით ასრულებს. ასრულებს როგორც გუნდის კაპიტანი და ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, რასაც ბავშვობაში თავის ყველაზე ტკბილ სიზმრებშიც ვერ წარმოდგენდა.


მაგრამ, სად იწყებოდა ეს ყველაფერი?


1985 წელს, სტივე მოდრიჩის და რადოიკა დობუჟეს ოჯახში დაიბადა ბიჭი, რომელსაც სტიპეს მამის სახელი - ლუკა დაარქვეს. ოჯახი ქალაქ ზადარის პატარა სოფელში ცხოვრობდა, მშობლები დღე და ღამე ქარხანაში მუშაობდნენ, პატარა ლუკა კი ბაბუასთან ერთად იზრდებოდა, რომელსაც მწყემსობაში ეხმარებოდა. იქამდე, სანამ იუგოსლავიაში სამოქალაქო ომი დაიწყებოდა.


პატარა სოფლის მცხოვრებების უმეტესობამ თავი ტყეს შეაფარა, სახლებში დარჩენილი მოსახლეობა კი მათ დახმარებას უწევდა. ერთხელ, უფროსი ლუკა მოდრიჩი ტყეში მიმალული ხალხის დასახმარებლად წავიდა და სახლში აღარ დაბრუნებულა. 2011 წელს, ხორვატიის ერთ-ერთ სასამართლოში პოლიციის ორი წევრის, ჯორდჟე ელიჩის და ბოგდან გაგიჩის სასამართლო ჩატარდა, რომლებსაც ბრალად შვიდი ადამიანის მკვლელობა ედებოდათ. ერთ-ერთმა მოწმემ, რომელიც ტყეში იმალებოდა, აღიარა, რომ სახლში მიმავალი ლუკა მოდრიჩი დაინახა, რამდენიმე წამში მამაკაცი მისი მხედველობის არეალიდან გაქრა, კიდევ რამდენიმე წუთში კი მან მომავალი ავტომობილის, ადამიანის ყვირილისა და გასროლის ხმები გაიგო. მეორე დღეს, უფროსი ლუკა მოდრიჩი ზურგში მოხვედრილი რამდენიმე ტყვიით, გარდაცვლილი იპოვნეს.


მისი პატარა შვილიშვილი მშობლებთან ერთად გაიქცა, მათი სახლი კი ბოლომდე დაწვეს.



მამამ, სტიპემ, ოჯახი სამხრეთით ჩამოიყვანა, სადაც მომდევნო შვიდი წელი ოჯახი დღეისთვის კურორტული ქალაქის, ზადარის ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრობდა, რომელიც იმდროს ლტოლვილების თავშესაფარი იყო.


მამა ომში წავიდა, ლუკამ კი საშინელ რეალობას თავი ფეხბურთით დააღწია. სასტუმროში ბევრი ბავშვი იზრდებოდა და როგორც შემდეგ თავად ლუკამ აღიარა, მათი მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ბავშვებს ომზე არ ეფიქრათ და ნეგატიური ენერგიით არ დამუხტულიყვნენ.



პირველ საფეხბურთო ნაბიჯებს ლუკა სასტუმროსთან პარკინგზე დგამდა. თავიდან მას ბურთიც კი არ ჰქონდა და მის როლს კარგად დაკუჭული ქაღალდი ასრულებდა.


„ეს ბიჭი მთელ დღეებს სასტუმროს პარკინგზე, ფეხბურთის თამაშში ატარებდა. თავისი ასაკისთვისაც ძალიან გამხდარი იყო, მაგრამ თავიდანვე ეტყობოდა, რომ მასში რაღაც განსაკუთრებული იყო. თუმცა, მაშინ ვერავინ ვიფიქრებდით, რომ ლუკა გახდებოდა ის, ვინც საბოლოოდ გახდა.", - იხსენებდა წლების შემდეგ საფეხბურთო კლუბ ზადარის პრეზიდენტი იოსიპ ბაილო.


1992 წელს ბიჭუნა სკოლაში წავიდა და საფეხბურთო აკადემიის სექციაში ჩაეწერა. მამა ლუკაში დიდ პოტენციალს ხედავდა და დიდი ფულის არქონის მიუხედავადაც კი ყველაფერს აკეთებდა, რომ მის შვილს ფეხბურთი ეთამაშა. დახმარებას მათ ბიძაც უწევდათ.


მოდრიჩის პირველი მწვრთნელი ტომისლავ ბაჟიჩი გახდა, რომელსაც ხორვატიის ნაკრების სხვა ფეხბურთელები: ჯოვანი როსო, საშა ბელანოვიჩი და დადო პრშოც ჰყავდა აღზრდილი.


"სულ შიშში ვცხოვრობდით, ეს კარგად მახსოვს.", - იხსენებდა შემდეგ აწ უკვე გარდაცვლილი ბაჟიჩი ესპანურ ტელევიზიასთან საუბარში. მთებიდან გამუდმებით ათასობით ასაფეთქებლების ხმები ისმოდა. ზოგი სავარჯიშო მოედანთანაც კი ეცემოდა და თავის გადარჩენა გაქცევით და დამალვით გვიწევდა. მაშინ, რეალობისგან დაღწევის ერთადერთ საშუალებად ფეხუბრთი რჩებოდა."



მოდრიჩი ბაჟიჩს ხშირად თავის საფეხბურთო მამას ეძახდა. მწვრთნელმა ერთხელ ისიც კი გაიხსენა, რომ ლუკას ოჯახს იმდენად ცოტა ფული ჰქონდა, რომ წვივების დამცავი მამამ ხისგან გამოუთალა. მას შეახსენეს, რომ ლუკას თქმით, ბავშვობაში მას ბრაზილიელი რონალდოს საცავები ჰქონდა, რაზეც ბაჟიჩმა უპასუხა, რომ დიდი ალბათობით, ეს სხვისი საცავები იყო.


15 წლის ასაკში მოდრიჩი სინჯებზე მისთვის საყვარელ ჰაიდუკში მივიდა, სადაც დაიწუნეს. რატომ? იგივე მიზეზების გამო - ზედმეტად პატარა და გამხდარი იყო. თუმცა, სულ მალე ტომისლავ ბაჟიჩმა ზაგრების დინამოს ვარიანტი გამოძებნა, სადაც ფეხბურთელის ირწმუნეს.


17 წლის ასაკში დინამოში გადაწყვიტეს, რომ ფეხბურთელს პრაქტიკა სჭირდებოდა და იჯარით ბოსნიაში გაუშვეს, სადაც ის კლუბ ზრინსკიში თამაშობდა. თანაც ისე, რომ ბოსნია და ჰერცოგოვინას სეზონის საუკეთესო ფეხბურთელადაც კი დაასახელეს, მას შემდეგ, რაც 22 მატჩში 8 გოლი გაიტანა. "თუ ბოსნიაში ითამაშე - ყველგან ითამაშებ." - მოგვიანებით ამბობდა მოდრიჩი.


დინამოში დაბრუნებულ ლუკას კიდევ ერთი იჯარა ელოდა, ოღონდ ამჯერად უკვე ხორვატიაში, ინტერ ზაპრეშიჩში. ინტერთან ერთად ლუკამ მეორე ადგილი დაიკავა, მაშინ როცა მისი მშობლიური ზაგრები მე-7 ადგილზე გავიდა. არცაა გასაკვირი, რომ ახალი სეზონის დაწყების წინ, კლუბმა მოდრიჩს ახალი, 10-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.


თუმცა, ამ 10 წლიდან ლუკამ მხოლოდ 3 წელი ითამაშა, შემდეგ კი ტოტენჰემს მიაშურა. იმდროისთვის 23 წლის ნახევარმცველს ხორვატიის ნაკრებში უკვე 20-ზე მეტი მატჩი ჰქონდა ჩატარებული და ევრო 2008-ზეც გამოჩნდა. 


ლონდონში ლუკამ 4 სეზონი ჩაატარა და ჩელსიში გადასვლის სურვილი გამოთქვა, თუმცა კლუბის პრეზიდენტმა მისი პირდაპირ კონკურენტთან გაშვება იუარა და ზაფხულში რეალში გაუშვა.


რეალში გატარებული ერთი სეზონის შემდეგ, ადგილობრივმა ავტორიტეტულმა გამოცემა Marca-მ ლუკა 2012 წლის ზაფხულის ყველაზე ცუდ ტრანსფერად დაასახელა.


მადრიდში ხორვატი ჟოზე მოურინიოს ინიციატივით გადაბარგდა და მიუხედავად იმისა, რომ თავისთვის ბოლო სეზონში პორტუგალიელი ლუკას დიდ სათამაშო დროს არ აძლევდა, გულშემატკივრებს მუდმივად სიმშვიდისკენ და მოთმინებისკენ მოუწოდებდა - "დამშვიდდით, მოდრიჩის დრო მოვა".


როგორც ეს ხშირად ხდება, ჟოზე მართალი აღმოჩნდა და თავისი მადრიდული ბრწყინვალე კარიერის ყველაზე ცუდ სეზონად სწორედ ის პირველი დარჩა. მას შემდეგ იყო უდიდესი წარმატებები, 6 მოგებული ჩემპიონთა ლიგა, საიდანაც მოდრიჩი არცერთში არ ყოფილა უბრალო სტატისტის როლში - რეალის ბოლო დეკადის უკლებლივ ყველა წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი სწორედ ის გაჭირვებისა და ომის ფონზე გაზრდილი, დაბალი და გამხდარი ლუკა მოდრიჩი იყო.


ლუკა მოდრიჩმა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარდაცვის ტრიო, მოდრიჩი - კროოსი - კაზემირო შექმნა, რომელმაც საკლუბო დონეზე ყველანაირი მწვერვალი დაიპყრეს და ყველაფერს მიაღწიეს ერთად. 


ბედის ირონიით, ლუკა ამ ტრიოში იყო პირველი, ვინც მოვიდა და უკანასკნელი, ვინც წავიდა. ბედი ვახსენე, მაგრამ მხოლოდ ბედი აქ არაფერ შუაშია - ყველაფერს ლუკამ თავისი მონდომებით, მიზანდასახულობით, მაგრამ ამავდროულად თავმდაბლობით და მშვიდი ხასიათით მიაღწია.


ლუკას მიღწევებზე საუბარი ზედმეტად შორს წაგვიყვანს - რად ღირს მხოლოდ ის, რომ 32 წლის ლუკა მოდრიჩი გახდა სწორედ ის პირველი ფეხბურთელი, რომელმაც შეძლო და მესი - რონალდუს ოქროს ბურთების დომინაცია დაასრულა, პატარა და იქამდე უმედლო ხორვატიის ნაკრებს კი მსოფლიო ჩემპიონატების მე-2 და მე-3 ადგილის მედლებიც მოუტანა. 


ხორვატიის ნაკრებს ლუკას გულში ყოველთვის ცალკეული ადგილი ეკავა. ბევრი ფეხბურთელი ასაკში შესვლასთან ერთად ნაკრებში თამაშზე უარს ამბობს და ყურადღებას საკლუბო ფეხბურთზე ამახვილებს, მაგრამ არა ლუკა, რომელიც დღემდე ხორვატიის კაპიტანი, ლიდერი და მთავარი ვარსკვლავია, რომელიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშზე ოცნებობს. ამის შემდეგ კი, ალბათ ზოგადად ფეხბურთსაც დაემშვიდობება.


ეს სტატია ლუკას მიღწევებზე არ არის, უფრო ლუკას ცხოვრებაზეა. შაბათს, 24 მაისს, სანტიაგო ბერნაბეუ თავისი ისტორიის განუყოფელ ნაწილს და ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს, მაგრამ პირველ რიგში დაუჯერებლად შეუპოვარ და მიზანდასახულ ადამიანს დაემშვიდობება. ბავშვს, რომელმაც 6 წლის ასაკში საყვარელი ბაბუა დაკარგა, ნახევარი ბავშვობა ასაფეთქებლისგან აფეთქების შიშში გაატარა, რომელსაც არ ენდნენ მის საყვარელ კლუბში. თუმცა, ის არ დანებდა. ლუკა მოდრიჩს ცხოვრების გზაზე უამრავი ბარიერი და რთული მომენტი შეხვდა, თუმცა მან შეძლო. შეძლო და მივიდა თავის ოცნებამდე. 


"არ მაინტერესებს როგორ ჩოგბურთელად დამიმახსოვრებენ, ჩემთვის მთავარია, როგორ ადამიანად გავახსენდები.", - თქვა ერთხელ ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა უდიდესმა ჩოგბურთელმა, რაფა ნადალმა. ეს სიტყვები იდეალურად ერგება ლუკა მოდრიჩსაც, რომელმაც შეძლო და იმდენს მიაღწია, რომ საოცრად კარგად გაიხსენებენ როგორც ფეხბურთელს, მაგრამ ამავდროულად, როგორც ადამიანსაც.


Gracias y Adios, Grande Luka!

კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

ლუკა მოდრიჩი
რეალი

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ანჩელოტი: "მინდა ალონსოს მთელი მსოფლიოს წარმატებები ვუსურვო"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ანჩელოტი: "მინდა ალონსოს მთელი მსოფლიოს წარმატებები ვუსურვო"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"სიამაყით და მადლიერებით სავსე გულით მივდივარ", - მოდრიჩის წერილი რეალის გულშემატკივრებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"სიამაყით და მადლიერებით სავსე გულით მივდივარ", - მოდრიჩის წერილი რეალის გულშემატკივრებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ იქნება რეალის კაპიტანი მოდრიჩის წასვლის შემდეგ?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ იქნება რეალის კაპიტანი მოდრიჩის წასვლის შემდეგ?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ჩემი კავშირი რეალთან სამუდამოა" - ანჩელოტის გამოსამშვიდობებელი წერილი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ჩემი კავშირი რეალთან სამუდამოა" - ანჩელოტის გამოსამშვიდობებელი წერილი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

12 სთ წინ

ანჩელოტი: "მინდა ალონსოს მთელი მსოფლიოს წარმატებები ვუსურვო"

News image

22 მაი, 2025

"სიამაყით და მადლიერებით სავსე გულით მივდივარ", - მოდრიჩის წერილი რეალის გულშემატკივრებს

News image

22 მაი, 2025

ვინ იქნება რეალის კაპიტანი მოდრიჩის წასვლის შემდეგ?

News image

16 სთ წინ

"ჩემი კავშირი რეალთან სამუდამოა" - ანჩელოტის გამოსამშვიდობებელი წერილი