ზედიზედ მეხუთე ზაფხულია, მადრიდის რეალს მისი პირველი კაპიტანი ტოვებს.
2021-ში სამეფო კლუბს სერხიო რამოსი დაემშვიდობა, 2022-ში მარსელო, 2023-ში კარიმ ბენზემა, 2024-ში ნაჩო, 2025-ში კი ლუკა მოდრიჩმა დაადასტურა, რომ ორ დღეში სანტიაგო ბერნაბეუზე თავის ბოლო მატჩს ჩაატარებს.
როგორც ცნობილია, რეალში კაპიტანი გუნდში ყოფნის ხანგრძლივობით ინიშნება.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალი სეზონიდან რეალის პირველი კაპიტანი დანი კარვახალი იქნება, ვიცე კაპიტანი კი - ფედე ვალვერდე.