დღეს ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ ნაკრების მთავარ მწვრთნელად კარლო ანჩელოტის დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა.
როგორც საერთაშორისო პრესაში იწერება, იტალიელი ფუჭად დროს არ კარგავს და უკვე გადაწყვიტა, რომ ნაკრებში კაზემირო დააბრუნოს.
კარლოს სურს, გუნდში მაქსიმალურად ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი და ლიდერი ჰყავდეს, კაზემიროსთან კი საუცხოო ურთიერთობა აქვს და სურს, რომ მანჩესტერის ნახევარმცველი გუნდში დააბრუნოს.
კაზემირომ თავისი უკანასკნელი მატჩი ბრაზილიის ნაკრებში 2023 წლის ოქტომბერში გამართა, როცა სელესაო ურუგვაისთან 0:2 დამარცხდა.