კლუბთან მოლაპარაკებების შემდეგ, ანტონიო კონტემ ნაპოლიში დარჩენა გადაწყვიტა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კონტესთვის ხელფასის მომატებას დათანხმდა და იტალიელი სპეციალისტი გუნდში დარჩენაზე დაიყოლია.
მოახლოვებულ სატრანსფერო ფანჯარას პარტოპონეი ამბიციურად უმიზნებს და არაერთი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს.
თავდაპირველი ვარაუდით, კონტე გუნდისთვის ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ თანამდებობას დატოვებდა, თუმცა საბოლოოდ იტალიელმა ნაპოლიში დარჩენა გადაწყვიტა.