მილანმა გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან პორტუგალიელი სერჟიო კონსეისაოს გათავისუფლება ოფიციალურად დაადასტურა.
კონსეისაომ მილანი 2024 წლის დეკემბერში ჩაიბარა, გუნდს იტალიის სუპერთასი მოაგებინა, თასის ფინალში ბოლონიასთან დამარცხდა და ჩემპიონატში მე-8 ადგილზე გავიდა.
საბოლოოდ, ხელმძღვანელობამ მისი გაშვების გადაწყვეტილება მიიღო და ოფიციალურ განცხადებაში კონსეისაოს და მის დამხმარეებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის.
მილანის ახალი მწვრთნელი კი მასიმილიანო ალეგრი იქნება, რომელმაც დღეს კონტრაქტს ხელი მოაწერა და მისი დანიშვნა უკვე გადაწყვეტილი ამბავია.
ალეგრი მილანს 2010-2014 წლებში წვრთნიდა და ერთი სკუდეტოც მოაგებინა.