გამოცემა Canal+ პარი სენ-ჟერმენის გარშემო არსებულ ვითარებასა და ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაზე წერს.
ხვიჩას ტრავმის შემდეგ აქტიურად განიხილებოდა ვინ ჩაანაცვლებდა მას გუნდში, თუმცა გამოცემამ აღნიშნა:
პარი სენ-ჟერმენის ბოლო ორ ჩემპიონთა ლიგის მოგებაში, კვარაცხელიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა, ეს მის არყოფნას განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდის.
მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, გუნდის მთავარი მწვრთნელი ქართველი ფეხბურთელის შემცვლელის პოვნას მოახლოებული ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში პრიორიტეტად არ მიიჩნევს. პსჟ ახალი მოთამაშეების დამატებას არ აპირებს, თუ, რა თქმა უნდა, იანვრამდე კიდევ რომელიმე საკვანძო ფეხბურთელმა სერიოზული ტრავმა არ მიიღო.