მაროკოში მიმდინარე აფრიკის თასი გადამწყვეტ ფაზაში შედის.
დღეს სტარტს მეოთხედფინალური ეტაპი აიღებს და გაირკვევა თუ რომელი გუნდები გააგრძელებენ ბრძოლას ნახევარფინალში.
პირველ მატჩში ერთმანეთს მალი და სენეგალი დაუპირისპირდებიან.
მალის ნაკრებმა მიმდინარე ტურნირზე ჩატარებული ოთხივე მატჩის ძირითადი დრო ფრედ დაასრულა.
ჯგუფურ ეტაპზე მალელები ზამბიას, მაროკოსა და კომოროსს დაუზავდნენ, 1/8 ფინალში კი ტუნისის ნაკრებთან ძირითად დროში ვერ გაირკვა გამარჯვებული და საბოლოოდ პენალტების სერია გახდა საჭირო.
სენეგალმა კი ჯგუფში ბოტსვანა და ბენინი გაანადგურა, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან კი ფრე ითამაშა და ჯგუფიდან დამაჯერებლად გავიდა. სენეგალელებმა 1/8 ფინალში სუდანი დაამარცხეს 3-1 და ასე მოვიდნენ ამ ეტაპამდე.
მალის ნაკრების ბობმარდირი 3 გოლით ლასინ სინაიოკო არის, სენეგალიდან კი 2-2 გოლი ნიკოლას ჯექსონის, პაპე გეიესა და ჩერიფ ნდიაიეს ანგარიშზეა.
ამ გუნდებს შორის გამარჯვებული 1/2 ფინალში ეგვიპტესა და კოტ დ'ივუარს შორის მოგებულს შეხვდება. ეს მატჩი ხვალ გაიმართება.
დღის მეორე მეოთხედფინალურ შეხვედრაში კამერუნი ტურნირის მასპინძელ მაროკოს დაუპირისპირდება.
კამერუნმა ჯგუფურ ეტაპზე გაბონი და მოზამბიკი დაამარცხა, კოტ დ'ივუართან კი ფრე ითამაშა და ჯგუფიდან ასე გავიდა, 1/8 ფინალში კი მათ სამხრეთ აფრიკას აჯობეს.
მასპინძელმა მაროკომ კი ჯგუფში კომოროსსა და ზამბიას სძლია, მალისთან მატჩი კი ფრედ დასრულდა, პლეიოფის პირველ მატჩში მაროკოელებმა ტანზანიას მოუგეს.
ტურნირის ბომბარდირი მაროკოს ნაკრების შემტევი ბრაჰიმ დიასია 4 გოლით. რეალის ფეხბურთელმა ოთხივე მატჩში მოახერხა გოლის გატანა. კამერუნის ნაკრებიდან კი გამორეული კრისტიან კოფანეა 2 გოლით.
ამ წყვილში გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე ალჟირსა და ნიგერიას შორის მოგებულს შეხვდება, ეს მატჩიც ხვალ გაიმართება.
მალი - სენეგალი (20:00)
კამერუნი - მაროკო (23:00)