VIDEO: შემტევი ტრიოს შოუ - ნიგერიამ მოზამბიკი გაანადგურა და 1/4 ფინალშია
06 იან, 2026 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩის მოგების შემდეგ, ნიგერიის ნაკრებმა აფრიკის თასის 1/8 ფინალში მოზამბიკის ნაკრები გაანადგურა და შემდეგ რაუნდში გავიდა.
სუპერ არწივებმა თამაში სრული დომინაციით ჩაატარეს, მეტოქის მოსალოდნელი გოლების მაჩვენებელი 0.1-ით დაასრულებინეს, თავად კი 4 გოლი შეაგდეს.
ფანტასტიკური მატჩი ჰქონდა შემტევ ტრიოს - ვიქტორ ოსიმენმა დუბლი შეასრულა, ადემოლა ლუკმენმა და აკორ ადამსმა კი 3-3 საგოლე მოქმედება მიითვალეს (ორივეს გოლი და 2-2 ასისტი ჰქონდა).
საბოლოოდ, მათმა გუნდმა 4:0 მოიგო, რაც ნიგერიის ნაკრებისთვის აფრიკის თასზე ყველაზე დიდი გამარჯვების გამეორებაა - 2004 წელს, სამხრეთ აფრიკის ნაკრებს ამავე ანგარიშით აჯობეს.
ტურნირის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი, რომელსაც ტიტული 2013 წლის შემდეგ აღარ მოუგია, 1/4 ფინალში ალჟირსა და კონგოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.