VIDEO: დიალოს გოლი-ასისტი და ტურეს მაგარი სოლო გოლი - მოქმედი ჩემპიონი 1/4 ფინალშია
07 იან, 2026 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
აფრიკის თასის მოქმედმა ჩემპიონმა, კოტ დ'ივუარის ნაკრებმა მიმდინარე ტურნირზე 1/4 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. სპილოებმა 1/8 ფინალური მატჩი ბურკინა ფასოს ეროვნულ გუნდს 3:0 მოუგეს.
გამორჩეული იყო მანჩესტერ იუნაიტედის შემტევი, ამად დიალო, რომელმაც საწყის 32 წუთში ჯერ ანგარიში გახსნა, ხოლო შემდეგ საგოლე პასი გააკეთა.
დიალომ ტურნირზე 3 გოლი მოაგროვა და საუკეთესო ბომბარდირ მაროკოელ ბრაიმ დიასს 1 გოლით ჩამორჩება.
საბოლოო ანგარიში ჰოფენჰაიმის 19 წლის ნახევარმცველმა, ბაზუმანა ტურემ დააფიქსირა - ბურთი მეტოქეს საკუთარ საჯარიმოში აართვა, 75-80 მეტრი ბურთიანად გაიარა და შესანიშნავი სოლო გოლი შექმნა. მისთვის ტურნირზე მე-2 გოლია.
3-გზის ჩემპიონი კოტ დ'ივუარის ნაკრები 1/4 ფინალში 7-გზის ჩემპიონ რეკორდსმენ ეგვიპტეზე გავიდა. დანარჩენ 1/4 ფინალებში ასეთი წყვილებია: მალი V სენეგალი; კამერუნი V მაროკო, ალჟირი V ნიგერია.