VIDEO: გამარჯვების გოლი - მუსელიანმა პარალიმნი თასის 1/4 ფინალში გაიყვანა
08 იან, 2026 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ზურაბ მუსელიანმა კვიპროსის თასის 1/8 ფინალურ მატჩში გამარჯვების გოლი გაიტანა - მისმა პარალიმნიმ ახნასს 2:1 მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
26 წლის ქართველმა ფორვარდმა, რომელიც ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იყო, 84-ე წუთზე თავური დარტყმით შეაგდო და კვიპროსის უმაღლესი ლიგის ბოლოადგილოსან გუნდს (16 ტურში 1 ქულა აქვს) თასის 1/4 ფინალის საგზური მოუტანა.
მუსელიანმა მიმდინარე სეზონის მისთვის მე-15 შეხვედრაში მე-2 გოლი გაიტანა.
პარალიმნის შემდეგი მეტოქე წილისყრის შედეგად გაირკვევა. ამ მომენტისთვის, 1/4 ფინალის საგზური ასევე აპოელ-სა და პაფოსს აქვთ მოპოვებული, დანარჩენი 5 მეოთხედფინალისტი კი გამოსავლენია.