სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა შარლოტ ჰორნეთსს უმძიმესი გასვლითი მატჩი მოუგო. კანადელები თითქმის მთელი თამაში ჩამორჩენაში იყვნენ, ბოლოს კი საერთოდ გაიმარჯვეს ბაზერ ბითერით, რომელიც მამუს ასისტის შემდეგ იმანუელ ქვიქლიმ შეასრულა - 97:96.
მამუმ ჯამში პარკეტზე 24:45 წუთი გაატარა - 10 ქულა, 3 მოხსნა, 2 ასისტი. 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. საჯარიმო არ უსვრია და 1 ჩაჭრაც ჰქონდა.
საგულისხმოა, რომ ქართველის ეფექტიანობის ინდექსმა 10 შეადგინა, რაც ტორონტოს რიგებში საუკეთესო შედეგია, ხოლო მატჩში, შარლოტელი ლა მელო ბოლის (17) შემდეგ, მე-2 საუკეთესო.
ქულების მხრივ, გამარჯვებულთა შორის, არ ჯეი ბერეტი (28 ქულა, 7 მოხსნა, 1 ასისტი), იმანუელ ქვიქლი (21 ქულა, 4 მოხსნა, 2 ასისტი) და სკოტი ბერნსი (17 ქულა, 4 მოხსნა) გამოირჩნენ, ხოლო შარლოტის მხარეს კოლინ სექსტონს - 22 ქულა, 2 მოხსნა, ლა მელო ბოლს კი 15 ქულა, 7 მოხსნა, 7 ასისტი ჰქონდა.
ტორონტომ შარლოტს მიმდინარე რეგულარულში ურთიერთშეხვედრებში ანგარიში გაუთანაბრა - 2:2, ჯამში 23-ე გამარჯვება იზეიმა და აღმოსავლეთ კონფერენციის მეორე-მესამე ადგილებს კიდევ უფრო მიუახლოვდა.
10 იანვრის 04:00 საათზე, რეპტორსი სწორედ თავის ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ და კონფერენციის მე-3 ადგილოსან ბოსტონ სელტიქსს (23 მოგება, 13 წაგება) თიდი გარდენში ეწვევა.