გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა, სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსის მსგავსად, თავისი მატჩი ბაზერ ბითერით მოიგო - ფლორიდელებმა ბრუკლინ ნეთსთან ძირითადი დრო 93:93 დაასრულეს, ოვერტაიმში კი 104:103 გაიმარჯვეს.
გადამწყვეტი სამქულიანი პაოლო ბანკერომ ჩააგდო, რომელიც ზოგადადაც ერთ-ერთი გამორჩეული იყო და სოლიდური ორმაგი დუბლი შეასრულა - 30 ქულა, 14 მოხსნა, 6 ასისტი. ბრუკლინელთა მხრიდან, მაიკლ პორტერმა 34 ქულა, 5 მოხსნა, 1 ასისტი მიითვალა.