VIDEO: რთული გამარჯვება - ეგვიპტემ ბენინი დამატებით დროში გატეხა
06 იან, 2026 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
აფრიკის თასის 1/8 ფინალურ მატჩში, ტურნირის 7-გზის ჩემპიონ რეკორდსმენ ეგვიპტის ნაკრებს, ბენინის დასამარცხებლად, დამატებითი დრო დასჭირდა.
ფარაონები 69-ე წუთზე ეგვიპტური ალ აჰლის ნახევარმცველ მარვან ატიას გოლით დაწინაურდნენ, თუმცა ჯოდელ დოსუმ 83-ე წუთზე გაათანაბრა და თამაში დამატებით დროში გადავიდა.
დამაწინაურებელი გოლი, 97-ე წუთზე, ალ აჰლის კიდევ ერთმა ფეხბურელმა, მცველმა იასერ იბრაჰიმიმ შეაგდო, რასაც 120 წუთის ამოწურვის შემდეგ, დამატებულ მე-4 წუთზე, მოჰამედ სალაჰის გოლიც მოჰყვა - 3:1.
ეგვიპტის ნაკრებს აფრიკის თასი 2010 წლის შემდეგ აღარ მოუგია - 1/4 ფინალში, მოქმედ ჩემპიონ კოტ დ'ივუარსა და ბურკინა ფასოს შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.