მაროკოში მიმდინარე აფრიკის თასზე მერვედფინალური ეტაპის 4 მატჩი უკვე გაიმართა და 2 მეოთხედფინალური წყვილიც გაირკვა.
მალი 2-1 ტუნისი
სენეგალი 3-1 სუდანი
სამხრეთ აფრიკა 1-2 კამერუნი
მაროკო 1-0 ტანზანია
მომდევნო ეტაპზე მალი სენეგალს, ხოლო კამერუნი მასპინძელ მაროკოს დაუპირისპირდება.
კიდევ ორი მეოთხედფინალური წყვილი შემდეგ მატჩებში გაირკვევა.
ეგვიპტე - ბენინი
კოტ დ'ივუარი - ბურკინა ფასო
ალჟირი - კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ნიგერია - მოზამბიკი
მერვედფინალის დარჩენილი მატჩები დღეს და ხვალ გაიმართება, ტურნირი კი 18 იანვრამდე გაგრძელდება.
ამ მომენტისთვის 4 გოლით ტურნირის ბომბარდირი ბრაჰიმ დიასია, რომელმაც ყველა მატჩში მოახერხა გოლის გატანა.