უეფას ჩემპიონთა ლიგაზე სპორტინგთან მატჩის შემდეგ, ნაპოლის ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა Sky Sport-თან ისაუბრა.
„მატჩი? გუნდისთვის შესანიშნავი საღამო იყო, მშვენიერი თამაში ჩავატარეთ. სპორტინგმაც კარგად ითამაშა, ისინი ძალიან ძლიერი გუნდი არიან როგორც ტექნიკურად, ისე ფიზიკურად. პენალტი ცოტა სულელური შეცდომით მივიღეთ, მაგრამ შემდეგ ჩვენვე შევუტიეთ და ლამაზი გოლი გავიტანეთ. ვფიქრობ, გამარჯვება დამსახურებული იყო.
მეორე საგოლე პასი? იმ სივრცეში შევდიოდი და ველოდი სწორ მომენტს, რომ ბურთი ჰოილუნდისთვის მიმეცა, დანარჩენი კი მან გააკეთა.
ჰოილუნდის განვითარება? ვფიქრობ, რასმუსს დიდი ხარისხი აქვს. საკმაოდ ჰგავს ჰოლანდს თამაშის ტიპით - ორივე ცაციაა, ორივეს უყვარს სივრცეში შეტევა. ეს მისთვის შესანიშნავი საღამო იყო და მჯერა, რომ ამის შემდეგ ბევრი გოლით დაგვეხმარება.
მაკტომინეისთან ერთად სიღრმეში თამაში? ეს მწვრთნელზეა დამოკიდებული. ახლა ცოტა სხვანაირად ვთამაშობ, ვიდრე სიტიში ბოლო პერიოდში, მაგრამ ვფიქრობ, რომ პოზიციების როტაცია შეგვიძლია. ზოგჯერ ცოტა რთულია, რადგან ნამდვილი მარცხენა გარემარბით არ ვთამაშობთ და სიღრმის პოვნა ყოველთვის მარტივი არ არის, თუმცა ვუმჯობესდებით და საბოლოოდ ყველა იპოვის საკუთარ როლს.
კონტესთან ურთიერთობა? არასოდეს ყოფილა პრობლემა. მე აქ გამარჯვებისთვის მოვედი და მინდა მოედანზე განსხვავება შევქმნა, მასთან არასდროს მქონია უთანხმოება.“ - განაცხადა ბელგიელმა.
ქოჩორას სპორტინგი ნეაპოლში დამარცხდა - ქართველი არ ათამაშეს