CIES-მა (სპორტული გამოკვლევების საერთაშორისო ცენტრი) გამოიანგარიშა, ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატებში ვის ჰყავს ყველაზე ასაკოვანი და პირიქით, ახალგაზრდა გუნდი.
როგორც აღმოჩნდა, ამ სეზონში ყველაზე ასაკოვანი გუნდი ტოპ-ჩემპიონატებში ნაპოლია, რომლის საშუალო ასაკიც 29.56 წელს შეადგენს.
ტოპ-5 ასე გამოიყურება:
1. ნაპოლი - 29.56 წელი
2. რაიო ვალეკანო - 29.5 წელი
3. ინტერი - 29.35 წელი
4. ოვიედო - 28.61 წელი
5. ოსასუნა - 28.57 წელი
ყველაზე ახალგაზრდა გუნდი ფრანგულ სტრასბურგს ჰყავს - საშუალო ასაკი 21.45 წელი. სხვათაშორის, მეორე ადგილს პსჟ იკავებს. ტოპ 5 კი ასე გამოიყურება:
1. სტრასბურგი - 21.45 წელი
2. პსჟ - 24.09 წელი
3. პარმა - 24.26 წელი
4. ჩელსი - 24.36 წელი
5. ტულუზა - 24.38 წელი.