ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის ცენტრალურ მატჩში ბარსელონა პსჟ-სთან დამარცხდა.
სტადიონ მონტჟუიკზე გამართული შეხვედრა პსჟ-ს გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
ორივე გუნდი დიდი დანაკლისით შეხვდა ამ მატჩს - ბარსას ჟოან გარსია, ფერმინ ლოპესი, გავი და რაფინია დააკლდა, პსჟ-მ კი ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე, დეზირე დუე და მარკინიოსი მოისაკლისა.
ანგარიში ფერან ტორესმა მარკუს რაშფორდის პასით უკვე მე-19 წუთზე გახსნა, თუმცა ტაიმი ბარსამ ვერ მოიგო - 38-ე წუთზე მაიულუმ შეძლო წონასწორობის აღდგენა ნუნო მენდეშის პასით.
მეორე ტაიმში გოლი დიდხანს არ გადიოდა და თითქოს, ყველაფერი შედეგიანი ფრისკენ მიდიოდა, თუმცა 90-ე წუთზე ბარსას დაცვა ჩავარდა, რითაც აშრაფ ჰაკიმიმ და გონსალო რამოშმა ისარგებლეს - მაროკოელის პასით პორტუგალიელმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
პსჟ-მ ლიგაზე მეორე მატჩი მოიგო და 6 ქულა დააგროვა, ბარსელონა კი 3 ქულით დარჩა.
შემდეგ ტურში კატალონიელები შინ ოლიმპიაკოსს მიიღებენ, პსჟ კი ლევერკუზენს ესტუმრება.