ESPN-მა და The Athletic-მა რეალში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელეს.
წყაროების თქმით, რეალში 3 მთავარი მოთამაშე იყო, რომელიც ჩაბი ალონსოს იდეებს ეწინააღმდეგებოდა - ვინისისიუს ჟუნიორი, ჯუდ ბელინგემი და ფედე ვალვერდე.
გასახდელი კი ორად იყო დაყოფილი - მოთამაშეები, რომლებსაც ალონსოსი სჯეროდათ და რომლებიც მის წინააღმდეგ იყვნენ. მწვრთნელის მომხრე ბანაკში კილიან მბაპე, არდა გიულერი, ორელიენ ჩუამენი, დანი სებალიოსი და რაულ ასენსიო დასახელდნენ.
აღნიშნულ ინფორმაციას თავის აპლიკაციაში ჯუდ ბელინგემი გამოეხმაურა, რომელმაც ეს ცნობები უარყო:
„აქამდე ძალიან ბევრ ასეთ რამეს ვატარებდი, მუდამ იმ იმედით, რომ სიმართლე თავის დროზე თვითონ გამჟღავნდებოდა. მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვა… ეს სრული სისულელეა.
მართლა მეცოდება ის ხალხი, ვინც ამ კლოუნების ყოველ სიტყვას და მათ ‘წყაროებს’ ბრმად ებღაუჭება.
არ დაიჯეროთ ყველაფერი, რასაც კითხულობთ, დროდადრო ამ ხალხს პასუხი უნდა მოეთხოვოს იმ დამაზიანებელი დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, რასაც მხოლოდ კლიკებისა და ხელოვნურად შექმნილი სკანდალების გამო აკეთებენ.“ - წერს ინგლისელი ფეხბურთელი.