ჩაბი ალონსომ მადრიდის რეალის დატოვების შემდეგ პირველი კომენტარი გამოაქვეყნა.
„ეს პროფესიული ეტაპი დასრულდა და ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც გვინდოდა. მადრიდის რეალის გაწვრთნა ჩემთვის დიდი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობა იყო.
მადლობას ვუხდი კლუბს, ფეხბურთელებს და განსაკუთრებით გულშემატკივრებსა და მადრიდიზმს ნდობისა და მხარდაჭერისთვის. მივდივარ პატივისცემით, მადლიერებით და იმ სიამაყით, რომ მაქსიმუმი გავიღე." — წერს ჩაბი ალონსო სოციალურ ქსელში.
