ბარსელონას სპორტულმა დირექტორმა დეკუმ ჩაბი ალონსოს რეალიდან წასვლა შეაფასა.
„ჩვენ საკუთარ საქმეზე ვართ კონცენტრირებული. სხვა კლუბებში რა ხდება, ამაზე არ ვფიქრობთ, თუმცა ბარსელონასა და რეალში წნეხი ყოველთვის ძალიან დიდია და როცა შედეგი არ არის, პირველი მწვრთნელები ზარალდებიან. ეს ცოტა გასაკვირია, რადგან მან არც ისე დიდი ხანი იმუშავა.
მათ წააგეს სუპერთასი, ლა ლიგაში ლიდერს ოთხი ქულით ჩამორჩებიან და ჩემპიონთა ლიგაზე კარგად ასპარეზობენ. მაგრამ მე არ მიყვარს გვერდიდან კომენტარის გაკეთება, რადგან არ ვიცი, რა ხდება იქ ყოველდღიურ დონეზე. ეს ჩვენი საქმე არ არის. თუ ჰანსი ფლიკზე მკითხავთ, ჩემი გრძნობები ციფრებზე მეტს ამბობს. როცა ჰანსი დავნიშნეთ, ვიცოდით, რომ კარგი დრო ისევ დაბრუნდებოდა“.
არბელოას დანიშვნაზე:
„ვხვდები, რომ რეალი ძალიან მნიშვნელოვანი კლუბია, მაგრამ ჩვენ საკუთარ საქმეზე ვართ ორიენტირებული. არ ვიცი, არის თუ არა არბელოა კარგი მწვრთნელი — მე მას არ ვიცნობ. არ ვიცი, რამდენი ხნით [დაინიშნა] და არც ის მინდა, მადრიდზე ზედმეტად დიდხანს შევჩერდე“, — თქვა დეკუმ RAC1-თან ინტერვიუში.