ცნობილია, როდის აირია ჩაბი ალონსოს ურთიერთობა ვინისიუსთან.
როგორც ჟურნალისტი სერხიო კირანტე იტყობინება, ჩაბი ალონსოსა და ვინისიუს ჯუნიორს შორის დაძაბულობა საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში, პსჟ-ს წინააღმდეგ მატჩის წინ დაიწყო.
საკუთარი ხელით გათხრილი სამარე — რატომ იყო ალონსო განწირული?
ალონსოს სურდა, სასტარტოში ვინის ნაცვლად ტრავმის შემდეგ ახალი დაბრუნებული კილიან მბაპე დაეყენებინა.
საბოლოოდ ვინისიუსმა მაინც სასტარტოში ითამაშა, რადგან ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა ტრავმა მიიღო, თუმცა ამ სიტუაციამ ფეხბურთელსა და სამწვრთნელო შტაბს შორის დაძაბულობა შექმნა.
კლასიკოს შემდეგ კი, სადაც ფეხბურთელმა ცვლილებით უკმაყოფილება საჯაროდ გამოხატა, სიტუაციამ უკვე გამოუსწორებელი ურთიერთობის სახე მიიღო.