ცნობილია, თუ ვინ არ დაემშვიდობა მადრიდის რეალის ფეხბურთელებიდან სოციალურ ქსელში ჩაბი ალონსოს.
გუშინ მადრიდულმა კლუბმა ალონსოს გაშვება ოფიციალურად, თბილისის დროით დაახლოებით 21:00 საათზე გამოაცხადა.
მას შემდეგ, გუნდის თითქმის ყველა ფეხბურთელმა გამოაქვეყნა ალონსოსთან გამომშვიდობების და სამადლობელო პოსტი — კილიან მბაპემაც, ტიბო კურტუამაც, დანი კარვახალმაც, ფედე ვალვერდემაც და სხვებმა.
საკუთარი ხელით გათხრილი სამარე — რატომ იყო ალონსო განწირული?
ამ ეტაპზე გუნდის წამყვანი მოთამაშეებიდან მხოლოდ ორმა — ვინისიუს ჯუნიორმა და ჯუდ ბელინგემმა არ გამოაქვეყნეს ალონსოსთან გამომშვიდობების პოსტი.
ალონსოს წასვლამდე საკმაოდ ბევრი იწერებოდა მის მიმართ ფეხბურთელთა უკმაყოფილებაზე და უკმაყოფილოთა შორის ბელინგემის და ვინისიუსის სახელსაც ხშირად ამოიკითხავდით.