ცნობილი გახდა, რაზე ესაუბრა ჩაბი ალონსო მადრიდის რეალის ხელმძღვანელობას კლუბიდან წასვლის წინ.
მთავარი მწვრთნელის კონტრაქტი მადრიდულ გუნდთან ორშაბათს, მხარეების შეთანხმებით შეწყდა.
საკუთარი ხელით გათხრილი სამარე — რატომ იყო ალონსო განწირული?
ჟურნალისტ ანტონ მეანას ინფორმაციით, ხელმძღვანელობასთან ბოლო შეხვედრაზე ალონსომ აღნიშნა, რომ ფეხბურთელებისთვის ამდენი ძალაუფლების მიცემა დაუშვებელია — სწორედ ამას მიიჩნევდა ის მთავარ პრობლემად.
წყაროების მიხედვით, ესპანელი სპეციალისტი თავს „დაუცველად“ გრძნობდა და გაკვირვებული იყო იმით, რომ კლუბი თითქმის ყოველთვის ფეხბურთელების მხარეს იკავებდა და არა მწვრთნელის.
ჩაბის აზრით, ასეთ პირობებში გასახდელის მართვა შეუძლებელია, რადგან ეს პირდაპირ აზიანებს მთავარი მწვრთნელის ავტორიტეტს.