მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, ალვარო არბელოამ, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩის წინ კილიან მბაპესა და ჯუდ ბელინგემის მდგომარეობაზე ისაუბრა.
„ბლანკოსმა“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში მანჩესტერ სიტი 3:0 გაანადგურა. მბაპემ მუხლის ტრავმის გამო ეს შეხვედრა გამოტოვა, საპასუხო მატჩი კი დღეს, მანჩესტერში გაიმართება.
ხდება თუ არა რეალი უკეთესი მბაპეს გარეშე:
რთული წარმოსადგენია, რომ რეალი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გარეშე უკეთ თამაშობდეს... თუმცა, ეს ბევრს მეტყველებს გუნდზე და იმაზე, თუ რამდენად კარგად ვასპარეზობთ.
მბაპესა და ბელინგემის სათამაშო დროზე:
ჯუდს სურდა ჩამოსულიყო და გუნდთან ერთად ყოფილიყო... ის ვარჯიშში ნაწილობრივ მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ მოედანზე არ იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ის პარტნიორებთან ახლოს იყოს. ჯუდი ერთ-ერთი ლიდერია და მისი ჩვენთან ყოფნა გადამწყვეტია. მბაპე კი უკვე მზადაა, დანარჩენს ვნახავთ.