2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალები დღეს იწყება და ამ კვირაში უკვე ყველა მეოთხედფინალისტის ვინაობა გვეცოდინება.
ტრადიციულად, დღესაც ოთხი თამაში გვექნება, სამი ტრადიციულ დროს, ერთი კი ნაადრევად გამოტანილი.
ლისაბონური კლუბი საკუთარ მოედანზე სასწაულის მოხდენას შეეცდება. ნორვეგიულ გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ ხუთი გამარჯვება აქვს მოპოვებული, თანაც რა მეტოქეებთან (ატლეტიკო, მან სიტი, ინტერი ორჯერ და სპორტინგი).
ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტი ტურნირზე თავის ტრიუმფალურ სვლას აგრძელებს და თუ მოულოდნელი არაფერი მოხდა, 1/4 ფინალშიც შეაბიჯებს.
სავარაუდო შემადგენლობები
სპორტინგი: სილვა, ფრესნედა, დიომანდე, ინასიო, არაუჯო, მორიტა, ჰიულმანი, პოტე, კატამო, ტრინკაო, სუარესი
ბოდო/გლიმტი: ჰაიკინი, სიოვოლდი, ბიორტუფტი, გუნდერსენი, ბიორკანი, ბერგი, ევიენი, ფეტი, ბლომბერგი, ჰაუგე, ჰოიგი.
ტურნირის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა გერმანიაში მარცხი ბოლო წუთებზე პენალტით აირიდა თავიდან და სახლში კომფორტული ანგარიშით ჩავიდა, თუმცა, ლევერკუზენი რომ მარტივი მეტოქე არ არის ეს პირველ მატჩშიც კარგად გამოჩნდა და ამიტომ, არტეტას გუნდს მოსაგებად მთელი თავისი არსენალის გამოყენება მოუწევს.
რაც არ უნდა იყოს, წყვილის გამოკვეთილ ფავორიტად არსენალი რჩება, რომელიც თუ სენსაცია არ მოხდა, 1/4 ფინალში ბოდო/გლიმტის გზაზე მორიგი დიდი მეტოქე გახდება.
სავარაუდო შემადგენლობები
არსენალი: რაია, მოსკერა, სალიბა, გაბრიელი, ჰინკაპიე, რაისი, სუბიმენდი, ეზე, საკა, მარტინელი, გიოკერეში
ლევერკუზენი: ბლასვიხი, ტაპსობა, ქუანსა, ანდრიხი, პალასიოსი, გარსია, გრიმალდო, პოკუ, ტილმანი, მაზა, კოფანე.
პარიზული მატჩის პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა და ტაბლოზეც ფრე 2:2 ფიქსირდებოდა, სანამ მოედანზე ქართველი ხვიჩა კვარაცხელია გამოჩნდებოდა, რომელმაც საგოლე პასთან ერთად ორი გოლი მიითვალა და შეიძლება ითქვას, ორმატჩიანი დუელის ბედიც პირადად გადაწყვიტა.
სტემფორდ ბრიჯზე ჩელსის ქამბექები შეუსრულებია და მართალია, ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის მინიმუმ სამბურთიანი უპირატესობით დამარცხება მარტივი ამბავი არ იქნება, მაგრამ ზაფხულის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ლონდონელებმა დაადასტურეს, რომ ამის გაკეთება შეუძლიათ. სტემფორდ ბრიჯი მორიგი სასწაულისა და მაგიური ღამის მოლოდინშია, პარიზელები კი შინ დაწყებული საქმის გაგრძელებას და 1/4 ფინალის საგზურის განაღდებას შეეცდებიან.
სავარაუდო შემადგენლობები
ჩელსი: სანჩესი, აჩემპონგი, ფოფანა, ჩალობა, კუკურელია, კაისედო, სანტოსი, ენცო, პალმერი, ნეტუ, ჟოაო პედრო
პსჟ: საფონოვი, ჰაკიმი, მარკინიოსი, მენდეში, ვიტინია, ზაირ-ემერი, ნევეში, ბარკოლა, დემბელე, კვარაცხელია.
პირველი თამაში სანტიაგო ბერნაბეუზე რეალმა ბევრისათვის მოულოდნელად, შეტევის ლიდერების გარეშე გამანადგურებელი ანგარიშით მოიგო და ამ ყველაფერს ერთი შემოქმედი ჰყავდა — ფედე ვალვერდე, რომელმაც კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი გაინაღდა და რეალს საპასუხო მატჩის წინ კომფორტული უპირატესობა და წყვილის ფავორიტობა გაუნაღდა.
ბერნაბეუს მატჩში ვინისიუსს სხვაობის 4-მდე გაზრდაც შეეძლო, თუმცა პენალტის ნიშნულიდან დონარუმას ვერ აჯობა და შეიძლება ისიც ითქვას, რომ სიტი ბრძოლაში დატოვა. საბოლოოდ თუ ქალაქელები დიდი ქამბექის შესრულებას შეძლებენ და 1/4 ფინალში გავლენ, პირველ მატჩში გაცუდებულ პენალტს ბრაზილიელს კიდევ ბევრჯერ გაახსენებენ.
რეალის განაცხადში დაბრუნდა კილიან მბაპე, რომელმაც ბოლო რამდენიმე მატჩი, მათ შორის სიტისთან პირველიც, მუხლის დისკომფორტის გამო გამოტოვა. თუმცა, რამდენად შეძლებს ფრანგი პირდაპირ სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრას, ეს სხვა საკითხია.
არბელოას გუნდს ასევე დანაკლისი აქვს დაცვის მარცხენა ფლანგზეც, სადაც წინა მატჩში პირველი ტაიმი მენდიმ კარერასის ტრავმის გამო ჩაატარა, თუმცა შემდეგ თავადაც დაიმტვრა და მოედანზე ფრან გარსიას მოუწია გამოსვლა. ვერც კარერასმა და ვერც მენდიმ ბოლომდე მომჯობინება ვერ მოასწრეს და სავარაუდოდ, ეტიჰადზე რეალს მესამე არჩევნის მარცხენა მცველით მოუწევს თამაში.
სავარაუდო შემადგენლობები
მან სიტი: დონარუმა, ნუნიეში, დიაში, გეჰი, აიტ ნური, როდრი, ო'რაილი, ბერნარდუ, შერკი, სემენიო, ჰალანდი
რეალი: კურტუა, ტრენტი, რუდიგერი, ჰაუსენი, ფრან გარსია, ჩუამენი, კამავინგა, გიულერი, ვალვერდე, ბრაჰიმი, ვინისიუსი.

ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები