ალვარო არბელოა სოციალურ ქსელებში რეალის ფეხბურთელებს დაემშვიდობა და კილიან მბაპესაც შეხვდა სპეციალურად მისთვის განკუთვნილი მესიჯი.
ეს ნაბიჯი სავარაუდოდ, მცდელობაა იმ გრძელვადიანი ჭორების საბოლოოდ გაქარწყლებისა, თითქოს მათ შორის უთანხმოება არსებობდა და საერთო ენას ვერ პოულობდნენ.
არბელოამ მადრიდის რეალის დროებითი მწვრთნელის სტატუსით თავისი უკანასკნელი მატჩი შაბათს ჩაატარა - ეს იყო გამარჯვება ესპანეთის დედაქალაქში ატლეტიკ კლუბის წინააღმდეგ, ანგარიშით 4:2. მას შემდეგ, რაც ყოფილი მცველი მიმდინარე წლის დასაწყისში, ხაბი ალონსოს წასვლის მერე, გუნდის სტაბილიზაციას უშედეგოდ ცდილობდა, ფლორენტინო პერესმა და ხელმძღვანელობამ არბელოას გაშვების გადაწყვეტილება მიიღეს.
43 წლის სპეციალისტის მუშაობის პერიოდი ბლანკოსის სათავეში საკმაოდ ქაოტური გამოდგა, რომლის დროსაც ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია ფეხბურთელებთან მისი დაძაბული ურთიერთობის შესახებ. ერთ-ერთ ასეთ მოთამაშედ სწორედ კილიან მბაპე სახელდებოდა, რომელსაც თავის მხრივ კიდევ ერთი დრამით სავსე სეზონი ჰქონდა.
ამ უქმეებზე კი არბელოამ რეალური სურათის ჩვენება გადაწყვიტა. საკუთარ ოფიციალურ სოციალურ ქსელში ესპანელმა თავისი უკვე ყოფილი ბომბარდირისთვის გულწრფელი მესიჯი გამოაქვეყნა:
„დიდი მადლობა, კილიან მბაპე.
ყოველთვის ვიამაყებ იმით, რომ ვწვრთნიდი ასეთ არაორდინალური და შეუდარებელი ნიჭის მქონე ფეხბურთელს. რთული დროება სამუდამოდ არ გრძელდება, ძლიერი ადამიანები კი უძლებენ ყველაფერს.
წინ, ყველაფერი ახლისკენ, რაც გველოდება.“