ალვარო არბელოა ფულემს გაწვრთნის?!
რეალის მორიგი ყოფილი თავკაცი პრემიერ ლიგაში დანიშვნასთან არის ახლოს.
ფაბრიციო რომანოს და სხვა ავტორიტეტული ინსაიდერების ინფორმაციით, ალვარო არბელოა, რომელიც რეალს დასრულებული სეზონის მეორე ნახევარში გაუძღვა, ლონდონის ფულემში დანიშვნასთან არის ახლოს.
მხარეებს შორის მოლაპარაკებები აქტიურ სტადიაზეა და ორივე მხარე ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ შეთანხმების მიღწევა მალე მოხერხდება.
თუ არბელოა ფულემში მართლაც დაინიშნა, მომავალ სეზონში ის ლონდონურ დერბიში რეალის სხვა ექს-თავკაცს და თავის კარგ მეგობარს, ჩაბი ალონსოს დაუპირისპირდება, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ჩელსი ჩაიბარა.