ალვარო არბელოა ფულემის ახალი მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნისთვის საბოლოო დეტალებს ათანხმებს.
ფულემი მარკო სილვას შემცვლელად ესპანელის დანიშვნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპზეა.
სილვამ კრეივენ კოტეჯზე 5 წელი გაატარა, თუმცა გუნდის დატოვება გადაწყვიტა და პორტუგალიურ გრანდ ბენფიკას ჩაუდგა სათავეში, მას შემდეგ, რაც ჟოზე მოურინიო მადრიდის რეალში გადავიდა.
43 წლის არბელოა გასული სეზონის მიწურულს მადრიდის კლუბს დროებითი მთავარი მწვრთნელის რანგში ხელმძღვანელობდა. მან სეზონის შუაში მოგვიანებით ჩელსიში გადასული ჩაბი ალონსო შეცვალა.
მხარეებს შორის მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს და მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო შეთანხმება ჯერ არ გაფორმებულა, ლონდონურ კლუბში ელიან, რომ მომდევნო მწვრთნელი სწორედ არბელოა იქნება.
სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში არბელოა მთლიანად მადრიდის კლუბის სისტემაში მუშაობდა. მან ახალგაზრდული გუნდებიდან დაიწყო და გასულ სეზონში დროებითი მთავარი მწვრთნელის პოზიციამდეც მიაღწია.
ცნობილია, რომ ფულემმა კირან მაკენასთანაც გამართა მოლაპარაკებები, თუმცა მისი იფსვიჩ თაუნიდან გათავისუფლება კლუბს 8 მილიონი ფუნტი დაუჯდებოდა.