• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
არბელოა: „მოურინიოს ასისტენტობა? გამორიცხულია"
ფეხბურთიფეხბურთი

არბელოა: „მოურინიოს ასისტენტობა? გამორიცხულია"

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ალვარო არბელოამ მადრიდის რეალიდან წასვლა დაადასტურა.


ამავდროულად, ესპანელმა სამეფო კლუბის სავარაუდო მომდევნო მწვრნელის, ჟოზე მოურინიოს ასისტენტად მუშაობა, რაზეც ბოლო დროს აქტიურად იწერებოდა, კატეგორიულად გამორიცხა.


„ხვალინდელი დამშვიდობება? იმედია, ეს იქნება უფრო „დროებით", ვიდრე „მშვიდობით". რეალს ყოველთვის ჩემს სახლად მივიჩნევდი. მადრიდის რეალში 20 წელი გავატარე, ეს ჩემი სახლია. ეს ამ სეზონში ჩემი ბოლო მატჩია, თუმცა არ ვიცი, იქნება თუ არა საერთოდ ბოლო ჩემს ცხოვრებაში რეალის მწვრთნელის სტატუსით - ეს არასდროს ვიცით. ვეცდები, ამით სიამოვნება მივიღო. ახლა მხოლოდ მოგებაზე ვარ ფოკუსირებული.


გასულ თვეებში საკუთარ თავზე მეტად მადრიდის რეალზე ვფიქრობდი, მაგრამ გავაკეთე ის, რაც კლუბისთვის საუკეთესო იყო. სხვა კლუბში ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, მაგრამ ეს ის იყო, რაც უნდა გამეკეთებინა. სანანებელი არაფერია.


მოურინიოს ფანტასტიკური სამწვრთნელო შტაბი ჰყავს, ის ძალიან კარგად არის გარშემორტყმული. თუ ის მოვა, საკუთარ ხალხთან ერთად მოვა, როგორც ეს უნდა იყოს კიდეც. არანაირი შანსი არ არსებობს იმისა, რომ მე მის გვერდით ვიყო. ეს ოთხი თვე მხოლოდ მადრიდის რეალზე ფიქრში გავატარე. ამიერიდან კი დროა, საკუთარ თავზე ვიფიქრო. ეს ნაბიჯი გადავდგი და ახალი გამოწვევებისთვის თავს მზად ვგრძნობ", - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.


ხვალ, 23 მაისს, რეალი სეზონის ბოლო მატჩს ბილბაოს ატლეტიკის წინააღმდეგ, სანტიაგო ბერნაბეუზე ჩაატარებს.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

არბელოა
ჟოზე მოურინიო
რეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

„იამალი ყველას ერთი წამით ასწრებს“

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„იამალი ყველას ერთი წამით ასწრებს“
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვისი მოყვანის პირობას დებს პერესის კონკურენტი?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვისი მოყვანის პირობას დებს პერესის კონკურენტი?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მანჩესტერს კამავინგას შეძენა სურს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მანჩესტერს კამავინგას შეძენა სურს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

დომინანტი ჩემპიონები - ყველაზე მეტი ეროვნული ტიტულის მქონე გუნდები

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დომინანტი ჩემპიონები - ყველაზე მეტი ეროვნული ტიტულის მქონე გუნდები
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

21 მაი, 2026

„იამალი ყველას ერთი წამით ასწრებს“

News image

24 სთ წინ

ვისი მოყვანის პირობას დებს პერესის კონკურენტი?

News image

19 სთ წინ

მანჩესტერს კამავინგას შეძენა სურს

News image

4 სთ წინ

დომინანტი ჩემპიონები - ყველაზე მეტი ეროვნული ტიტულის მქონე გუნდები

კომენტარები

ლინკის დაკოპირება