მანჩესტერ იუნაიტედი მადრიდის რეალის ნახევარმცველის, ედუარდო კამავინგას ტრანსფერზე აქტიურ მუშაობას იწყებს.
მას შემდეგ, რაც გუნდში იანვარში რუბენ ამორიმი დროებით მაიკლ კერიკმა შეცვალა, წითელმა ეშმაკებმა სეზონის მეორე ნახევარი ბრწყინვალედ ჩაატარეს. გუნდმა პრემიერ ლიგაში მესამე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, რაც კლუბის ზაფხულის სატრანსფერო ბიუჯეტს მნიშვნელოვნად გაზრდის. მედიაში ელიან, რომ კერიკს მალე გუნდის მუდმივ მთავარ მწვრთნელად დანიშნავენ.
მანჩესტერელთა სატრანსფერო გეგმებში მინიმუმ ორი ნახევარმცველის, მარცხენა მცველისა და მარცხენა გარემარბის დამატება შედის. ნახევარდაცვის გასაძლიერებლად საუკეთესო ვარიანტად სწორედ კამავინგა მიიჩნევა.
მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ცნობებით ფრანგს მადრიდში დარჩენა და ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება სურდა, ბოლო მოვლენებმა სიტუაცია რადიკალურად შეცვალა.
იუნაიტედის ყოფილი მთავარი სკაუტის, მიკ ბრაუნის განცხადებით, კამავინგას საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადს მიღმა დარჩენა სატრანსფერო ბაზარზე ყველაფერს ცვლის:
მანჩესტერს კამავინგა ჯერ კიდევ მაშინ მოსწონდა, როცა ის საფრანგეთში თამაშობდა. მადრიდში მას საქმეები იდეალურად ვერ წაუვიდა, მიუხედავად მისი უდავო ნიჭისა. ახლა ის საფრანგეთის ნაკრების მუნდიალის შემადგენლობიდან ამოიღეს, რაც ფეხბურთელისთვის სიტუაციას სრულად ცვლის. მას სჭირდება რეგულარული სათამაშო პრაქტიკა საკუთარი თავის დასამტკიცებლად, იუნაიტედი კი ამ შანსის გამოყენებას აუცილებლად ეცდება.