• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
კვარა და ინგლისური გრანდები - ტოტენჰემის შეცდომა და არსენალის ინტერესი
ფეხბურთიფეხბურთი

კვარა და ინგლისური გრანდები - ტოტენჰემის შეცდომა და არსენალის ინტერესი

21 მაი, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

პრემიერლიგის საჩემპიონო ტიტულის მოპოვების შემდეგ, არსენალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის გრანდიოზულ გეგმებს აწყობს. მიკელ არტეტას გუნდისთვის ოცნების სამიზნეს ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია წარმოადგენს.


კვარაცხელიას მიმართ არსენალის ინტერესის ფონზე, მედიაში საინტერესო ისტორიული დეტალი გახდა ცნობილი. 2022 წელს, პანდემიის პერიოდის დასრულებისთანავე, ტოტენჰემს ჰქონდა შანსი, რომ ქართველი ფეხბურთელი რუბინიდან სულ რაღაც 20 მილიონად შეეძინა.

როგორც საფეხბურთო აგენტმა კრისტიან ემილემ ფაბრიციო რომანოსთან საუბარში აღნიშნა, ინგლისურმა კლუბებმა მაშინ რისკზე წასვლა ვერ გაბედეს:


იმ პერიოდში რუბინი 20 მილიონს ითხოვდა, თუმცა კლუბები პანდემიის დროს ამ თანხის გადასახდელად მზად არ იყვნენ. მათ არ ჰქონდათ საკმარისი ინფორმაცია ფეხბურთელზე, რადგან ის არ იყო დიდი საფეხბურთო ქვეყნიდან.


საბოლოოდ, კვარაცხელია 10 მილიონად ნაპოლიმ შეიძინა. იტალიურ კლუბში ჩატარებულ 107 მატჩში 30 გოლისა და 29 საგოლე გადაცემის ავტორი, 2025 წლის იანვარში პსჟ-ში 54.7 მილიონად გადავიდა.

ფრანგულ გრანდში კვარაცხელია ნამდვილ სუპერვარსკვლავად იქცა. მან გუნდს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, პარიზულ კარიერაში ჩატარებულ 79 შეხვედრაში კი უკვე 27 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა.

25 წლის ქართველ ვარსკვლავს, რომელმაც 2025 წელს არსენალი საჯაროდ შეაქო, შანსი აქვს ზედიზედ მეორედ მოიგოს ჩემპიონთა ლიგა. 30 მაისს, ბუდაპეშტში გასამართ ფინალში, მისი პსჟ სწორედ არსენალს დაუპირისპირდება. მიუხედავად მეთოფეების დიდი ინტერესისა, Guardian-ის ცნობით, პარიზული კლუბი ზაფხულში თბილისში დაბადებული ფეხბურთელის თაობაზე არანაირი წინადადების განხილვას არ აპირებს.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

არსენალი
ლიგა 1
პრემიერ ლიგა
პსჟ
ტოტენჰემი
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ჟირუმ ლილთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჟირუმ ლილთან ახალი კონტრაქტი გააფორმა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნოტინგემ ფორესტი ანდერსონში 100 მილიონს ითხოვს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნოტინგემ ფორესტი ანდერსონში 100 მილიონს ითხოვს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნიუკასლმა ფრანგი მეკარის ტრანსფერი შეათანხმა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნიუკასლმა ფრანგი მეკარის ტრანსფერი შეათანხმა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მოურინიოს რეალში ბარსელონას სამიზნე მცველი სურს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მოურინიოს რეალში ბარსელონას სამიზნე მცველი სურს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

6 სთ წინ

ჟირუმ ლილთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

News image

6 სთ წინ

ნოტინგემ ფორესტი ანდერსონში 100 მილიონს ითხოვს

News image

6 სთ წინ

ნიუკასლმა ფრანგი მეკარის ტრანსფერი შეათანხმა

News image

4 სთ წინ

მოურინიოს რეალში ბარსელონას სამიზნე მცველი სურს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება