• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ემილიანო მარტინესის 7 ფინალი
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

ემილიანო მარტინესის 7 ფინალი

21 მაი, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ოთხშაბათს, 20 მაისს სტამბოლში ევროპა ლიგის ფინალი გაიმართა - უნაი ემერის ასტონ ვილამ 3:0 გაანადგურა ფრაიბურგი და ისტორიაში მეოთხედ მოიგო ევროპული ტიტული.  ემილიანო მარტინესისთვის ეს კარიერაში მეშვიდე ფინალი იყო - იაშინის ჯილდოს ორგზის გამარჯვებულისთვის შვიდივე მატჩი მის სასიკეთოდ დასრულდა. დღევანდელ ბლოგში არგენტინელი კიპერის ფინალებს გავიხსენებთ.


2020 წლის 20 ივნისი ემისთვის საკრალური თარიღია - პრემიერ ლიგის 30-ე ტურში ამექს სთედიუმზე ერთმანეთს ბრაიტონსა და არსენალი დაუპირისპირდნენ. მეთოფეთა ძირითადმა მეკარემ, ბერნდ ლენომ ნილ მოპესთან მძიმე შეჯახების შემდეგ მოედანი საკაცით დატოვა - თამაშში არსენალის სარეზერვო მეკარე, ემილიანო მარტინესი ჩაერთო. 


ბერნდ ლენოს ტრავმა. ბრაიტონი 2:1 არსენალი. 2020.


მარტინესისა და არსენალისთვის პრემიერ ლიგის სეზონი წარუმატებელი გამოდგა - მეთოფეებმა ასპარეზობა მე-8 ადგილზე დაასრულეს. მიუხედავად ამისა, არტეტას გუნდს სეზონის პოზიტიურად დასრულების შანსი მაინც ჰქონდა - არსენალი ასოციაციის თასის ფინალში ჩელსის დაუპირისპირდებოდა. უემბლიზე  პირველ აგვისტოს გამართულ ფინალში მეთოფეებმა ჩელსის პიერ ემერიკ ობამეიანგის დუბლით 2:1 სძლიეს. მარტინესმა მესამედ მოიგო FA თასი - პირველად როგორც ძირითადმა მეკარემ.


მარტინესი ესაუბრება ოჯახის წევრებს ასოციაციის თასის მოგების შემდეგ. 2020.


აქედან 28 დღეში არსენალი ქომუნითი შილდის ფინალში, პრემიერ ლიგის ჩემპიონ ლივერპულს დაუპირისპირდა. ობამეიანგმა კვლავ გაიტანა, მაგრამ ეს არსენალისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. საქმე პენალტების სერიამდე მივიდა - რაიან ბრიუსტერის ერთადერთ გაფუჭებულ პენალტს, ობამეიანგის გამარჯვების გოლი მოჰყვა.


ობამეიანგი და მარტინესი აღნიშნავენ ქომუნითი შილდის მოგებას. 2020.


ემილიანომ არსენალი დატოვა. მარტინესი ლონდონიდან ბირმინგემში გადაბარგდა - ასტონ ვილამ არგენტინელ კიპერში 17.4 მილიონი ევრო გადაიხადა. ამასობაში ემი ალბისელესტეს ძირითად მეკარედ ჩამოყალიბდა და 2021 წლის კოპა ამერიკაზეც გაემგზავრა. კოლუმბიასთან ნახევარფინალური მატჩი პენალტების სერიამდე მივიდა - ემიმ სამი პენალტი მოიგერია და არგენტინას მარაკანას საგზური მოუტანა. ალბისელესტემ ფინალში მასპინძელი ბრაზილია ანხელ დი მარიას ერთადერთი გოლით დაამარცხა - მესიმ ნანატრი სანაკრებო ტიტული მოიგო, მარტინესი კი ტურნირის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.


მარტინესი და არგენტინის ნაკრები აღნიშნავენ კოპა ამერიკსა მოგებას. მარაკანა. 2021.


ემილიანოს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფინალი 2022 წლის 18 დეკემბერს, დოჰაში გაიმართა - მუნდიალის ფინალში ერთმანეთს არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებები შეხვდნენ. თამაშის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო დაპირისპირება 124 წუთი გაგრძელდა და დრამატულად 3:3 დასრულდა - მსოფლიო ჩემპიონი პენალტების სერიას უნდა გაერკვია.


საფინალო სასტვენამდე ერთი წუთით ადრე  ემილიანო მარტინესმა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სეივი გააკეთა და არგენტინა წაგებისგან იხსნა. პენალტების სერიაში არგენტინელმა ჯერ კინგსლი კომანის თერთმეტმეტრიანი მოიგერია,  შემდეგ კი ჩუამენის აცილებულ პენალტშიც შეიტანა დიდი წვლილი. კოპა ამერიკის თასის შემდეგ ემილიანომ მსოფლიო თასიც აღმართა, აი რა უქნა ტურნირის საუკეთესო მეკარის ჯილდოს, კი ნამდვილად ვერ გეტყვით…


მარტინესი იგერიებს კოლო მუანის დარტყმას 123-ე წუთზე. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი. 2022.


ორ უმნიშვნელოვანეს ფინალს შორის არგენტინამ ფინალისიმა, ანუ საკონტინენტთაშორისო სუპერ თასიც მოიგო - ალბისელესტემ უემბლიზე იტალიის ნაკრები 3:0 გაანადგურა. 


მარტინესი ფინალისიმას მოგების შემდეგ. 2022.


ალბისელესტე ამერიკაში გამართულ 2024 წლის კოპა ამერიკას მოქმედი გამარჯვებულისა და მსოფლიო ჩემპიონების სტატუსით ეწვია. მეოთხედფინალში არგენტილენელებს ეკვადორის ნაკრებთან მოუწიათ დაპირისპირება - ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ნახევარფინალისტის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა. ლიონელ მესის გაფუჭებული პანენკას შემდეგ ემილიანომ ზედიზედ ორჯერ მოიგერია ეკვადორელების დარტყმული. ნახევარფინალში ალბისელესტემ კანადა დაამარცხა, ხოლო ფინალში დაძაბულ ბრძოლაში კოლუმბიას სძლია - მარტინესი კუტი რომეროსთან ერთად საუკეთესო იყო მოედანზე. ემილიანომ კიდევ ერთხელ მიიღო ტურნირის საუკეთესო მეკარის ჯილდო.


მარტინესი საფინალო სასტვენის შემდეგ. კოპა ამერიკის ფინალი 2024. არგენტინა 1:0 კოლუმბია.


გუშინ ფინალების მეფემ თავის კოლექციას პირველი ევროპული ტიტული შემატა -  ბირმინგემელებმა ევროპა ლიგის ფინალში ფრაიბურგი უშანსოდ 3:0 დაამარცხეს. ძირითადად უსაქმოდ მყოფმა ემილიანომ ძალები მატჩის შემდეგ დახარჯა - არგენტინელმა ევროპა ლიგის ხუთ გზის გამარჯვებული უნაი ემერი სულ ზურგით ატარა.


მარტინესი და უნაი ემერი აღნიშნავენ ევროპა ლიგის მოგებას. 2026.


ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

ასტონ ვილა
argentina
უნაი ემერი
არსენალი
მსოფლიო ჩემპიონატი
FA თასი
ევროპის ლიგა
კოპა ამერიკა
ემილიანო მარტინესი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ფიფამ არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ფიფამ არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ასრულებს თუ არა მესი სანაკრებო კარიერას?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ასრულებს თუ არა მესი სანაკრებო კარიერას?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მათეუსი: „რასაც არგენტინა ფინალში ცდილობდა, ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი ჰქონდა"

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მათეუსი: „რასაც არგენტინა ფინალში ცდილობდა, ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი ჰქონდა"
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ნეიმარი, ბრუნო, ვალვერდე - ESPN-მა მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე სუსტი შემადგენლობა დაასახელა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ნეიმარი, ბრუნო, ვალვერდე - ESPN-მა მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე სუსტი შემადგენლობა დაასახელა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

10 სთ წინ

ფიფამ არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

News image

36 წთ წინ

ასრულებს თუ არა მესი სანაკრებო კარიერას?

News image

30 წთ წინ

მათეუსი: „რასაც არგენტინა ფინალში ცდილობდა, ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი ჰქონდა"

News image

27 წთ წინ

ნეიმარი, ბრუნო, ვალვერდე - ESPN-მა მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე სუსტი შემადგენლობა დაასახელა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება

G

GURU157409

ეს მატჩი დამთავრდება 3.3