ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

პრემიერ ლიგის რამდენი კლუბი მოხვდება ჩემპიონთა ლიგაზე?
ფეხბურთიფეხბურთი

პრემიერ ლიგის რამდენი კლუბი მოხვდება ჩემპიონთა ლიგაზე?

28 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

უნაი ემერის ასტონ ვილამ სტამბოლში გამართულ ევროპა ლიგის ფინალში ფრაიბურგი დამაჯერებლად, 3-0 დაამარცხა და 1982 წლის შემდეგ პირველი ევროპული ტიტული მოიპოვა.


ამ გამარჯვებამ გუნდს მომავალი სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგის საგზური გაუნაღდა, თუმცა, პარალელურად, პრემიერ ლიგაში უნიკალური სატურნირო სცენარი შექმნა - ინგლისიდან ევროპის უპირველეს საკლუბო ტურნირზე შესაძლოა რეკორდული, 6 გუნდი მოხვდეს.

ტრადიციულად, პრემიერ ლიგის საუკეთესო ოთხეული ავტომატურად გადის ჩემპიონთა ლიგაზე, თუმცა წელს ინგლისმა რეიტინგით დამატებითი, მეხუთე საგზურიც დაიმსახურა. ვინაიდან ასტონ ვილამ ჩემპიონთა ლიგის საგზური ევროპა ლიგის მოგებით უკვე გაინაღდა, თუ ისინი შიდა ჩემპიონატს მეხუთე ადგილზე დაასრულებენ, მათი კვოტა პრემიერლიგაში მეექვსე პოზიციაზე მყოფ გუნდზე გადავა.

პრემიერ ლიგის ბოლო ტურის წინ ასტონ ვილა მეოთხე ადგილზეა 62 ქულით (+6 ბურთი), ხოლო ლივერპული მეხუთეზეა 59 ქულით (+10 ბურთი). კვირას, 24 მაისს, ყველა მატჩი ერთდროულად დაიწყება:

მანჩესტერ სიტი - ასტონ ვილა: ემერის გუნდს ოთხეულის შესანარჩუნებლად ქულის აღებაც ჰყოფნის მოტივაციადაკარგულ სიტისთან, რომელმაც საჩემპიონო რბოლა უკვე წააგო.

ლივერპული - ბრენტფორდი: მერსისაიდელებს მხოლოდ მოგება სურთ და თან ასტონ ვილას წაგების იმედი უნდა ჰქონდეთ, რათა უკეთესი ბურთების შეფარდების წყალობით მეოთხე ადგილზე გადავიდნენ.

თუ ლივერპული მეოთხეზე გადავა და ასტონ ვილა მეხუთე ადგილზე დაეშვება, მაშინ ჩემპიონთა ლიგის საოცარი შანსი მეექვსეადგილოსანს მიეცემა. ამ პოზიციისთვის ორი მთავარი პრეტენდენტი იბრძვის:

ბორნმუთი (56 ქულა, +4 ბურთი): ანდონი ირაოლას გუნდი ნოტინგემ ფორესტს სტუმრობს. თუ ასტონ ვილა წააგებს და ლივერპული მოიგებს, ბორნმუთს მეექვსე ადგილის (და ჩემპიონთა ლიგის) გასანაღდებლად ფორესტთან ფრეც ეყოფა.  

ბრაიტონი (53 ქულა): თეორიულ შანსს ინარჩუნებს ბრაიტონიც, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედს ხვდება. მათ აქვთ ბორნმუთზე უკეთესი ბურთების ბალანსი, ამიტომ ისინი ჩემპიონთა ლიგაზე იმ შემთხვევაში მოხვდებიან, თუ თავად მოიგებენ, ხოლო ბორნმუთი საკუთარ მატჩს წააგებს.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

ასტონ ვილა
ბორნმუთი
მან სიტი
ევროპა ლიგა
ფრაიბურგი
ლივერპული
მანჩესტერი
პრემიერ ლიგა
უნაი ემერი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

საუთჰემპტონის სარჩელი უარყოფილია - გუნდის მოკვეთა ძალაში დარჩა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

საუთჰემპტონის სარჩელი უარყოფილია - გუნდის მოკვეთა ძალაში დარჩა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩაბი ალონსოს პირველი კომენტარი ჩელსიში დანიშვნის შემდეგ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩაბი ალონსოს პირველი კომენტარი ჩელსიში დანიშვნის შემდეგ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ასეთ რაღაცებს არასდროს გავკიდებივარ", - ბრუნომ როი კინის კრიტიკას უპასუხა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ასეთ რაღაცებს არასდროს გავკიდებივარ", - ბრუნომ როი კინის კრიტიკას უპასუხა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

უნაი ემერიმ დიდი ლეგენდების რეკორდი გაიმეორა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

უნაი ემერიმ დიდი ლეგენდების რეკორდი გაიმეორა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

2 სთ წინ

საუთჰემპტონის სარჩელი უარყოფილია - გუნდის მოკვეთა ძალაში დარჩა

News image

1 სთ წინ

ჩაბი ალონსოს პირველი კომენტარი ჩელსიში დანიშვნის შემდეგ

News image

1 სთ წინ

„ასეთ რაღაცებს არასდროს გავკიდებივარ", - ბრუნომ როი კინის კრიტიკას უპასუხა

News image

1 სთ წინ

უნაი ემერიმ დიდი ლეგენდების რეკორდი გაიმეორა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება