ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა, ჩაბი ალონსომ, ლონდონურ კლუბში დანიშვნის შესახებ კომენტარი გააკეთა.
როგორ შედგა ეს ტრანსფერი ჩელსიში? მოგვიყევით ცოტა რამ ამის შესახებ. საქმე შემოთავაზებაში იყო? თუ იმაში, რომ ისინი ევროთასებზე არ ითამაშებენ?
„არა, მე ყოველთვის ღია ვიყავი ასეთი ვარიანტებისთვის. ეს ბრწყინვალე პროექტია.
ჩელსი შესანიშნავი პროექტი და ძალიან კარგი ვარიანტია, - განაცხადა ჩაბი ალონსომ El Chiringuito TV-სთან ინტერვიუში.
სპეციალისტს ასევე დაუსვეს კითხვა იმის შესახებ, რომ სხვა კლუბები ინტერესდებიან ისეთი ფეხბურთელებით, როგორებიც არიან ჟოაო პედრო, ენცო ფერნანდესი და მარკ კუკურელია.
„ძალიან კარგ გუნდს შევქმნით“, - უპასუხა ალონსომ.