ბრუნომ მან იუნაიტედის ყოფილი კაპიტნის, როი კინის კრიტიკას უპასუხა.
მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა, როი კინის კრიტიკაზე ისაუბრა, რომელიც პრემიერ ლიგაში მის საგოლე გადაცემების რეკორდს ეხებოდა.
იუნაიტედის ყოფილმა ნახევარმცველმა განაცხადა: „ნოტინგემთან მთელი თამაში ამ რეკორდზე იყო აკვიატებული, რამაც ძალიან გამაღიზიანა. ეს ცირკია“.
ბრუნომ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 20 საგოლე გადაცემა შეასრულა და ლიგის რეკორდი გაიმეორა, ახალი რეკორდის დამყარებისთვის მას ერთი საგოლე პასი აქვს დარჩენილი.
„მე ამ რეკორდს არასდროს გავკიდებივარ. ვიცი, რომ ადამიანებს ჩემზე სხვადასხვა აზრი აქვთ, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ გუნდს წარმატების მიღწევაში არ ვეხმარები. ყოველთვის ტიტულების მოგებისკენ ვისწრაფვი და არა ინდივიდუალური ჯილდოებისკენ“, - განაცხადა ბრუნომ.