არსენალი ესპანელ სპეციალისტს ახალი კონტრაქტით აჯილდოვებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, სულ მალე მიკელ არტეტა არსენალთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.
ლონდონური კლუბი პრემიერ ლიგის მოგებამდეც აპირებდა ესპანელისთვის თანამშრომლობის გაგრძელების შეთავაზებას და გეგმები ბუნებრივია არც ნანატრი ტიტულის მოგების შემდეგ შეცვლია.
მხარეებს შორის მოლაპარაკებები 30 მაისს გასამართი ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გაგრძელდება.
თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, 44 წლის ესპანელი ემირეითსზე თავის მოღვაწეობას კიდევ მრავალი წლით გააგრძელებს. მოქმედი ხელშეკრულება არტეტას არსენალთან 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს.
მიკელი გუნდს 2019 წლიდან წვრთნის.