ჩელსის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ჩაბი ალონსომ, გუნდში 5 „ხელშეუხებელი“ ფეხბურთელი შეარჩია, რომელთა გარშემოც ახალი პროექტის აშენებას გეგმავს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ეს ფეხბურთელები არიან:
რის ჯეიმსი, მარკ კუკურელია, მოიზეს კაისედო, ტოსინ ადარაბიოიო და ენცო ფერნანდესი.
ჩამოთვლილთაგან ორი ფეხბურთელის მომავალი ამ ზაფხულს თითქოს ბურუსით იყო მოცული. კუკურელიაზე ესპანური პრესა წერდა, რომ მას სამშობლოში სურს დაბრუნება.
რაც შეეხება ენცო ფერნანდესს, მას პრესა ხშირად მადრიდის რეალში გადასვლას უწინასწარმეტყველებდა. როგორც ჩანს, ალონსოს მოსვლით, ამ საუბრებს საბოლოოდ წერტილი დაესმევა.