მან სიტის კაპიტანი ბერნარდუ სილვა ამ ზაფხულს კლუბს შეიცვლის.
პორტუგალიელს სიტისთან კონტრაქტი ეწურება და უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებას აღარ აპირებენ. შესაბამისად, ბერნარდუს ნებისმიერ კლუბში უფასოდ შეეძლება გადასვლა.
როგორც AS წერს, პორტუგალიელმა თავისი აგენტის, ჟორჟე მენდეშის მეშვეობით საკუთარი თავი მადრიდის რეალს შესთავაზა, რომელსაც უახლოეს პერიოდში ჟოზე მოურინიო ჩაიბარებს.
ბერნარდუ წლიური ხელფასის სახით 10 მილიონ ევროს ითხოვს და მადრიდის რეალში გადასვლა ძალიან სურს.
ამ ეტაპზე უცნობია, რა პოზიცია აქვს ამ ტრანსფერთან დაკავშირებით მადრიდულ გრანდს, ან კონკრეტულად მის მომავალ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს.