მანჩესტერ სიტის ვინგერმა, ანტუან სემენიომ, განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა განის ნაკრებში თამაში.
„ჩემი მშობლები თავიდან ბოლომდე განელები არიან. მათ ინგლისზე არასდროს არაფერი უთქვამთ.
ცხადია, როცა ინგლისში ცხოვრობ, ხშირად გესმის მსგავსი ფრაზები: „ოჰ, შენ ინგლისი უნდა წარმოადგინო“.
თუმცა, გულახდილად რომ ვთქვა, ეს საკითხი ჩვენთან არც კი განხილულა. განის ნაკრები მაშინ დამიკავშირდა, როცა 19-20 წლის ვიყავი, ასე რომ, უარის თქმას არც ვაპირებდი.
ჩემთვის მსოფლიო ჩემპიონატზე განის ნაკრების თამაშის ყურება რაღაც განსაკუთრებულია. დედა, მამა, ბიძები, დეიდები, ბიძაშვილები - ყველა ერთ სახლში ვიკრიბებით, ერთად ვუყურებთ ყველა მატჩს,
ავღნიშნავთ, ვყვირით და ყველა ემოციას ერთად განვიცდით. ეს ყველაფერი სრულიად განსაკუთრებული მომენტებია“, - განაცხადა სემენიომ.