საუთჰემპტონის ჩემპიონშიფის პლეი-ოფის ფინალიდან მოკვეთა ძალაში დარჩა - კლუბის აპელაცია უარყოფილია.
კლუბის ანალიტიკოსი მიდლსბროს ვარჯიშის ფარულ გადაღებასა და ტაქტიკური სქემების გადაღებისას გამოიჭირეს, რაც გუნდების პირველი მატჩის წინ მოხდა. ორი შეხვედრის ჯამში საუთჰემპტონმა მიდლსბრო დაამარცხა (0:0, 2:1) და ფინალში გავიდა, სადაც 23 მაისს პრემიერ ლიგის საგზურისთვის ჰალის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა.
ინგლისის საფეხბურთო ლიგამ (EFL) „წმინდანები" ფინალიდან მოკვეთით დასაჯა და მომავალ სეზონში 4 ქულა დააკლო. საუთჰემპტონმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა მათი აპელაცია არ დაკმაყოფილდა.
EFL-ის პირვანდელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა: ჩემპიონშიფის პლეი-ოფის ფინალში ერთმანეთს მიდლსბრო და ჰალი შეხვდებიან.