უნაი ემერიმ ევროთასების ფინალებში გამარჯვებების სარეკორდო მაჩვენებელი გაიმეორა.
ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდმა ევროპა ლიგის ფრაიბურგი 3:0 დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.
ემერიმ ეს ტურნირი კარიერაში უკვე მეხუთედ მოიგო (3 სევილიასთან, 1 ვილიარეალთან და 1 ვილასთან ერთად).
არცერთ სხვა მწვრთნელს არ მოუგია ერთი ევროტურნირი იმაზე მეტჯერ, ვიდრე ეს ემერიმ გააკეთა.
ზუსტად ამდენივე — 5 ტიტული აქვთ მოპოვებული კარლო ანჩელოტის (5 გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე), ჟოზე მოურინიოს (2 ჩემპიონთა ლიგაზე, 2 უეფას თასზე / ევროპა ლიგაზე, 1 კონფერენს ლიგაზე) და ჯოვანი ტრაპატონის (1 ჩემპიონთა თასზე, 3 უეფას თასზე, 1 თასების მფლობელთა თასზე).