ალბანელმა მცველმა, მარაშ კუმბულამ, რომელიც ამჟამად რომადან მალიორკაშია განათხოვრებული, ლამინ იამალისა და კილიან მბაპეს წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება გააზიარა.
ესპანეთში გატარებული პერიოდის შემდეგ, ცენტრალურ მცველს ორივე ვარსკვლავის წინააღმდეგ მოუწია მოედანზე გასვლა.
კუმბულამ აღნიშნა, რომ მისი პოზიციიდან გამომდინარე, მბაპესთან პერსონალურად უფრო მეტი შეხება ჰქონდა, რადგან ფრანგი ცენტრში თამაშობს, იამალი კი ფლანგზეა.
მბაპეს უფრო მჭიდროდ ვმეურვეობდი, მაგრამ იამალის თამაშის ყურება მოედნიდან უბრალოდ აბსურდია. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ყოველთვის ერთი წამით ასწრებს ყველას და ყველას ატყუებს
ლამინ იამალის ფენომენალურ ნიჭს ბარსელონაში მისი თანაგუნდელი რაფინიაც აღიარებს, რომელმაც ახლახან თქვა, რომ მარჯვენა ფლანგზე მისგან განსაკუთრებულს ნუ ელოდებიან, რადგან ის იამალი არ არის. 18 წლის ფეხბურთელი ჰანსი ფლიკის გუნდის მთავარი შემოქმედი და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე საშიში შემტევი გახდა.
კუმბულამ ინტერვიუში ჟოზე მოურინიოსთან მუშაობის პერიოდიც გაიხსენა, რომელმაც რომაში ყოფნისას მცველისთვის საჭირო ეშმაკობები ასწავლა.
მან ბევრი ტაქტიკური დეტალი ამიხსნა და მასწავლა ჭკვიანური ხრიკები, რაც მცველს სჭირდება, როდის ჯობია წესის დარღვევა, ვიდრე მეტოქის გატარება, ან როდის უნდა აიღო საჭირო ყვითელი ბარათი