ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ, მადრიდის რეალის მცველზე, დანი კარვახალზე ისაუბრა, რომელსაც მადრიდულ კლუბში მცირე სათამაშო დრო აქვს.
უახლოეს უქმეებზე კარვახალი რეალის მაისურით თავის ბოლო მატჩს ჩაატარებს. უკვე ცნობილია, რომ ის ესპანეთის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში ვერ მოხვდება.
10 საუკეთესო ფეხბურთელი მუნდიალს მიღმა
„დანი შესანიშნავი კაპიტანია. ის ყველასთვის მაგალითია. ახლა ის რთულ პერიოდს გადის.
ძალიან მინდოდა, რომ მას მეტი სათამაშო დრო ჰქონოდა, ეთამაშა და თავისი საფეხბურთო შესაძლებლობები და პოტენციალი ეჩვენებინა.
მე ყოველთვის სამართლიან გადაწყვეტილებას ვიღებ იმის შესახებ, წავლენ თუ არა ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატზე. იმედი მაქვს, დანი კვლავ დაიწყებს თამაშს, თუმცა ამ მომენტში ის ნაკლებად არის მზად მუნდიალზე სათამაშოდ.
იმედი მაქვს, ის ფეხბურთისგან სიამოვნების მიღებას კვლავ შეძლებს. ადამიანი ყოველთვის პირველ ადგილზეა“, - განაცხადა ლუის დე ლა ფუენტემ.