ლუის დე ლა ფუენტემ რეალში ესპანელი ფეხბურთელების სიმცირე შეაფასა.
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ უპასუხა კითხვას, რომელიც მადრიდის რეალის შემადგენლობაში ესპანელი მოთამაშეების ნაკლებობას ეხებოდა.
„მე სრულად მხარს ვუჭერ საკუთარი ტალანტების განვითარებას. ჩემი აზრით, ყველა მათგანი ლა ლიგაში უნდა თამაშობდეს, ეს მათთვის საუკეთესო ლიგაა. სამწუხაროა, რომ ამდენი ფეხბურთელი საზღვარგარეთ ასპარეზობს.
რაც უფრო მეტი მოთამაშის გამოძახება შეგვეძლება ნაკრებში, მით უკეთესი, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ისინი ისეთ ტოპ კლუბში თამაშობენ, როგორიც რეალია“, - განაცხადა ლუის დე ლა ფუენტემ.