ნეიმარი წვივის კუნთის ტრავმის გამო დაახლოებით 5-10 დღეს გამოტოვებს.
ფეხბურთელი ბრაზილიის ნაკრების 2026 წლის მუნდიალის განაცხადში მოხვდა.
„ნეიმარს წვივის კუნთის მცირე ტრავმა და შეშუპება აღენიშნება. თუ აღდგენითი პროცესი გეგმის მიხედვით წარიმართება, მომავალ კვირას მას ბრაზილიის ნაკრების განკარგულებაში გადავიყვანთ“, - განაცხადა სანტოსის სამედიცინო დეპარტამენტის კოორდინატორმა, როდრიგო ზოგაიბმა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნეიმარმა შესაძლოა სანტოსის შემადგენლობაში 26 მაისს, სამხრეთ ამერიკის თასზე დეპორტივო კუენკას წინააღმდეგ თამაშიც შეძლოს.
ამის შემდეგ ფეხბურთელი ბრაზილიის ეროვნულ გუნდს შეუერთდება, რომელიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს.